პრეზიდენტი საკონსტიტუციო პროცესის შეჩერებას ითხოვს
პოლიტიკა - 13:28, 05 Jul, 2017     1149
საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმის ლეგიტიმაციისათვის საკონსტიტუციო პროცესის შეჩერებას ითხოვს - აღნიშნული გზავნილით მივიდა დღეს საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს, არასამთავრობო სექტორის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატების შეკრებაზე, რომელიც „2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმას“ შეეხებოდა.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიმართავს მმართველ ძალას, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის ლეგიტიმაციისათვის საჭიროა, დიალოგის, კონსენსუსისა და თანხმობის სივრცის შექმნისაკენ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით ფორსირებულ რეჟიმში მიღებისა, საკონსტიტუციო პროცესის შეჩერება კონსენსუსის მისაღწევად დიალოგისათვის სივრცეს გააჩენს.

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ მცდელობა კონსენსუსისაკენ გადასადგმელი ნაბიჯების მიმართულებების განსაზღვრისათვის.

„საერთაშორისო შეფასებების შემდგომ არავინ დაობს იმაზე, რომ დღეს მივიღეთ კონსენსუსისაგან დაცლილი, დაბალი ლეგიტიმაციის დოკუმენტი. ამიტომ უნდა გაჩერდეს ის, რაც აქამდე იყო და უნდა დაიწყოს დიალოგის ახალი ფორმატი, რომელიც ადეკვატურად უპასუხებს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მდგარ მოთხოვნებს“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა, რომ საარჩევნო წელს არ იყო მიზანშეწონილი ,,საარჩევნო კოდექსისა“ და ,,თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში“ ცვლილებების მიღება, ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა და ერთობლიობაში, საკონსტიტუციო პროცესის პარალელურად აღნიშნული კანონმდებლობის ცვლილებები ქვეყანაში პოლიტიკურ გარემოს გააურესებს.

„არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს, რომ პროცესები წავიდეს ანტაგონიზმის, დაპირისპირების, პოლარიზაციის მიმართულებით და არა რეალური მრავალპარტიულობის დამკვიდრების კუთხით. თუ გვინდა, რომ დიალოგისაკენ გადაიდგას ნაბიჯები, დღეს ამოცანაა, რომ პროცესი გაჩერდეს.

ოპოზიციას ყოველთვის ჰქონდა ჯანსაღი დამოკიდებულება დილოგის რეჟიმის მიმართ, რომელიც მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა. მმართველ პარტიას კონსენსუსი ესმის, როგორც საკუთარ პოზიციაზე დათანხმება, რაც ასე არ არის - კონსენსუსი გულისხმობს დიალოგს და დიალოგის პროცესში შეთანხმებისაკენ ნაბიჯების გადადგმას“, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42