ინდოელი ბიზნესმენი საქართველოში შემოსვლას დღესაც შეეცდება- ადვოკატი შსს-სგან პასუხს ელოდება
პოლიტიკა - 12:58, 05 Jul, 2017     1140
ინდოელი ბიზნესმენი აკბარ ქუშერი, რომელსაც საქართველოს საზღვარზე შემოსვლისას პრობლემები შეექმნა, საქართველოში შემოსვლას დღეს შეეცდება. მისი ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტანილ განცხადებაზე უწყებისგან პასუხს ელოდება. ადვოკატმა მანანა აფხაძემ შს სამინისტროს წერილით გუშინ მიმართა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერების ამოღება და იმ პირთა დადგენა მოითხოვა, ვინც ინდოელი ბიზნესმენის გაძევებისას მესაზღვრე პოლიციელებს სატელეფონო მითითებებს აძლევდა.

„რამდენიმე წუთის წინ დაეწერა ქალბატონ ირინა ჯიშკარიანს. მე ვესაუბრე ქალბატონ ირინა ჯიშკარიანს, მან მითხრა, რომ მისთვის ცნობილია რამდენად აქტუალურია ეს საკითხი, როგორ ხდება მისი გაშუქება და დაინტერესებაც ძალიან დიდია და აღმითქვა, რომ 15-20 წუთში მომცემდა პასუხს თუ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს მან, რომ დაბეჯითებით მითხრას თუ რაიმე საფრთხე აქვს ადამიანს, რომელიც დღეს აპირებს ქვეყანაში შემოსვლას. ამ ადამიანმა ყველა მტკიცებულება წარმოადგინა იმისათვის, რომ ის უკანონოდ არ ჰკვეთდა საზღვარს,“-განაცხადა მანანა აფხაძემ.

ადვოკატის თქმით, ამ შემთხვევამდე აკბარ ქუშერს პოლიციასთან პრობლემა არ ქონია და გაუგებარია რა მიზეზით გააძევეს ის საქართველოდან. ბიზნესმენი ქართველ სამართალდამცველებს დამამცირებელ მოპყრობაშიც ადანაშაულებს.

„საქართველოში ზუსტად 17-ჯერ ვარ ნამყოფი და ნამდვილად არ ვიცი რატომ შემექმნა ქვეყანაში შემოსვლის პრობლემა. მაქვს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში შემოსვლა იმიტომ ამეკრძალა, რომ რაღაც დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი ვთქვი. მე არ ვიცი რაზეა საუბარი, საპასპორტო კონტროლის ტერიტორია პირველი მოთხოვნისთანავე დავტოვე, რადგან არ მინდოდა კიდევ უფრო მეტი დამცირება გადამეტანა. კარგი იქნებოდა თუ რომელიმე პასუხისმგებელი პირი აეროპორტის ვიდეოჩანაწერებს ნახავდა და დაადგენდა მქქონდა თუ არა ყველა საჭირო საბუთი იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოვსულიყავი. ვიმედოვნებ სამართალდამცავები დროულად გაარკვევენ რომ საქართველოში ჩემი საქმიანობა კანონიერია და ამ ქვეყნისთვის სარგებლობის მოტანა შემიძლია.“- განაცხადა აკბარ ქუშერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42