"თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოში, ქვეყნის პრეზიდენტი ირჩეოდეს საყოველთაო, პირდაპირი არჩევნებით?“
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძე აცხადებს, რომ შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.
„ხელმოწერების შესაგროვებლად საინიციატივო ჯგუფს აქვს არაუმეტეს 3 თვისა. ამის შემდეგ ისინი მასალებს ცესკო-ს წარუდგენენ და საარჩევნო კომისიის სპეციალური სტრუქტურული ერთეული კანონმდებლობის თანახმად ამოწმებს შემოსულ მასალებს. ამის შემდეგ, თუკი შემოსული მასალები არის კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაში, აღნიშნული მასალები, ცესკო-ს დასკვნა და ასევე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაეცემა, გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტს აქვს არაუმეტეს 30 დღისა, გადაწყვეტილების მისაღებად,“ - აცხადებს ანა მიქელაძე.
მასალის გამოყენების პირობები






