მედიასთან კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა რურუამ გააკეთა. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის შეჩერება და საკონსტიტუციო პროცესის თავიდან დაწყებაა.
"კომპრომისი ოპოზიციამ კი არ უნდა შესთავაზოს, არამედ კომპრომისი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომელმაც ოლიგარქიული, ყოვლად უვარგისი კონსტიტუციის მოდელი სცადა მოეხვია საზოგადოებისთვის თავზე. საზოგადოებამ ეს არც მიიღო და არც მიიღებს. კომპრომისი ახლა არის ერთი რამ - მთელი პროცესი დაიწყოს თავიდან"- აღნიშნა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა.
ნიკა რურუას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს კონსტიტუციის მნიშვნელობა არ ესმის.
თუ იქნება ნება და მიხვდება ივანიშვილი, რომ ამ კონსტიტუციას არ ექნება ლეგიტიმაცია, რადგან ეს არის ერთი პარტიის მიერ ხელების გრეხვით შექმნილი და მიღებული, ყველაფრის დაწყება შეიძლება თავიდან. საკონსტიტუციო პროცესის თავიდან დაწყებისთვის მილიონი გზა არსებობს, შეუძლიათ მესამე მოსმენით არ მიიღონ, პრეზიდენტმა ვეტო დაადოს და ა.შ მთავარი არის ნება, რომელიც არ ეტყობა ამ „ჯინიან“ ახალგაზრდას, რომელსაც უკავია სპიკერის პოზიცია. მას თავიდან ბოლომდე არ ესმის მნიშვნელობა კონსტიტუციის. ის არის უვიცი, არ იცის კონსტიტუციის ისტორია და ვერ ხვდება, რომ კონსტიტუცია არ არის ერთი პარტიის წესდება",- განაცხადა რურუამ.
მასალის გამოყენების პირობები






