გადადგება თუ არა გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე? - აღნიშნული კითხვა რუსთავი 2-ის ეთერში გაჟღერდა თბილისის მაცხოვრებლის მხრიდან, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას არ მიაჩნია სწორად მსგავსი პოლიტიკური ხრიკების გამოყენება:
„პოლიტიკაში არის ხრიკები, მაგრამ მე არ მჯერა რომ პოლიტიკა ასეთი ხრიკებით უნდა იქნეს განპირობებული, მე ვფიქრობ, რომ ნოტარიულად დაუმოწმებელი დოკუმენტით კი არ უნდა მოხდეს არჩევნების დანიშვნა, არამედ ქართული საზოგადოება უნდა წყვეტდეს როდის აირჩევს პრეზიდენტს და როგორ, არ არის ჩემი სტილი, მოდის რჩევები, რომ მეორე დ ამესამე მსომენებს შორის , სადღაც გადადექი, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებზე, ეს იმდენად დიდი ნდობაა საზოგადოებისგან, რომ არ უნდა არსებობდეს კითხვის ნიშნები, არ მიმაჩნია სწორი, რომ ასეთი ხრიკით რაღაც პროცესი უნდა შევაჩერო“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






