მცოცავი ოკუპაცია - საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით საქართველო არასდროს შეეგუება იმ ისტორიულ უსამართლობას და ვანდალიზმს, რაც ქვეყანის ტერიტორიაზე ხედება . პრეზიდენტის თქმით, სწორედ ეს შეუგუებლობა მიიყვანს ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. ამის შესახებ მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა:
„რუსეთის ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ჩვენ უნდა კარგად შევისწავლოთ, რას ამბობენ რუსები. ისინი გვეუბნებიან ჩვენ ძალიან მტკივნეულ რამეს, მიიღეთ რეალობა. ეს არის გამიზნული პოლიტიკა იმისთვის, რომ შეარყიოს ჩვენი მდგრადობა, ჩვენი ერთიანობა და ჩვენი მიუღებლობა საქართველოს ოკუპაციის.
რუსეთი ძალიან თანმიმდევრულია და გვეუბნება, იცით რაა, მიიღეთ ეს რეალობა და ამ რეალობიდან გამომდინარე გვესაუბრეთ. ბრძოლა მიმდინარეობს ჩვენი მოქალაქეების რწმენაზე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






