„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მას პარლლამენტის თავმჯდომარეობა შსესთავაზა, თუმცა უარი უთხრა. ამის შესახებ ენერგეტიკის მინიტრმა „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:
„ჩემი კანდიდატურის წამოყენება იყო გიორგი კვირიკაშვილის იდეა, არჩევნების შემდეგ პირველი შემოთავაზება იყო პარლამენტის თავმჯდომარეობა, რაზეც მე პირადად უარი ვთქვი, ამ მოწვევის პარლამენტზეა საუბარი, ავხსენი თუ რატომ ვთქვი უარი. მე სადაც ვერ ვხედავ ჩემი სესაძლებლობების გამოვლინებას, ნამდვილად ვერ ავიღებ იქ პასუხისმგებლობას. გიორგი ვუთხარი, რომ უკეთესი იქნებოდა თუ სხვა კანდიდატურა იქნებოდა შერჩეული, რადგან მე არ მქონდა იმის შესაძლებლობა და უნარებიც, ვყოფილიყავი პარლამენტის თავმჯდომარე. შემდეგ შემოტავაზება იყო, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა თუ წარმადგენდნენ მერობის კანდიდატად. მე დავთანხმდი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






