ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ოფიციალურად გაიხსნა
პოლიტიკა - 19:34, 04 Jul, 2017     1219
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დღეს, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნა. კურსის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის ხელმძღვანელმა თეა ნიკოლაშვილმა მიმართა და სემინარის ფორმატი გააცნო.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის პირველი დღე თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობას დაეთმო. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოხსენება ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასა და საქართველოზე საუბარს დაეთმო. ვიქტორ დოლიძემ ყურადღება საერთაშორისო თანამეგობრობის, თანადგომისა და რეაგირების საჭიროებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია. სახელმწიფო მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობასა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში მან ნატო-საქართველოს კომისიისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფორმატები გამოყო. ვიქტორ დოლიძე შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს, ვიზა ლიბერალიზაციასა და ასოცირების ხელშეკრულების საკითხებსაც შეეხო. მან ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პოლიტიკურ და პრაგმატულ ნაწილებზეც ისაუბრა და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წვლილიც ახსენა. მინისტრის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს ყოველთვის აღიარებენ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა კურსის მონაწილეებს საერთაშორისო უსაფრთხოების ენერგეტიკულ ასპექტები და ამ კონტექსტში საქართველოს როლი გააცნო. მან ყურადღება საქართველოს ენერგეტიკულ რესურსებსა და ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოება ენერგეტიკული უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია. საქართველო განახლებადი რესურსების მქონე ქვეყანაა და აუცილებელია ინფრასტრუქტურულად რეგიონის ქვეყნებთან მაქსიმალურად იყოს დაკავშირებული.

რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში მომხსენებლებმა არაკონვენციური საფრთხეები, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტები და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობები მიმოიხილეს.

დღესვე კურსის მონაწილეები ჯგუფებად გადანაწილდნენ და კრიზისულ სცენარზე დაიწყეს მუშაობა.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეექვსედ ტარდება. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის (DIB) სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42