ენერგეტიკის შავი ხვრელი აფხაზეთში - რა პასუხი აქვს ენერგეტიკის სამინისტრო?
პოლიტიკა - 18:21, 04 Jul, 2017     1695
სად მიდის რეალურად საქართველოს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის უსასყიდლოდ გაცემული 1,926.9 მლნ.კვტ. ელექტროენერგია და რატომ იზრდება „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ოკუპირებული რეგიონის მოხმარება წლიდან-წლამდე (ზრდამ წინა წელთან შედარებით 7.2% შეადგინა), რატომ მიაქვს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ზე მეტი უფასოდ სეპარატისტულ რეჟიმს და რატომ აწვდის საქართველოს ხელისუფლება იმაზე მეტ ელექტროენერგიას აფხაზეთს, ვიდრე ეს რეგიონს სჭირდება?

ამ საკითხებთან დაკავშირებით ,,ნიუპოსტის“ კითხვებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ უპასუხა. მარიამ ვალიშვილის თქმით, აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია საქართველოს ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და ის, ყოველი წლის ბოლოს როგორც უიმედო ვალი ისე ჩამოეწერება რეგიონს.

"მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, ვალები გროვდება და გადამხდელუნარიანი არის თუ არა რომელიმე მომხმარებელი, ტარიფი მაინც დგინდება. შესაბამისად, აფხაზეთი თუ რამეს არ იხდის და ყველამ კარგად ვიცით, რომ არაფერს არ იხდის, ამ შემთხვევაში ენგურის დადგენილი ტარიფით, ეს არის უიმედო ვალი, ჩამოწერილი ყოველი წლის ბოლოს. ეს ტარიფი არ გადმოდის, ვინც იხდის იმ მომხმარებელთან ამას კავშირი არ აქვს. თუ ნახავთ ბიუჯეტის კანონს, აფხაზეთის ელექტრო მომარაგების კომპენსირება არც ბიუჯეტიდან ხდება.

ფაქტია ის, რომ წლიდან-წლამდე უფრო და უფრო მეტი რესურსი მოიხმარება აფხაზეთის მიერ და უფრო ნაკლები შემოსავლის წყარო უჩნდება ენგურჰესს იმისთვის, რომ მან წარმართოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და ხარჯები. ეს პრობლემა და მდგომარეობა შეიძლება ეტაპობრივად უფრო გამძაფრდეს. არავინ არავის ნაცვლად არ იხდის, უბრალოდ არის რაღაც ნაწილი რეალიზებული პროდუქტის, რომლის ფულის ამოღებაც ამ სიტუაციიდან გამომდინარე არ ხდება. თუმცა ეს არ გადმოდის ჯვარედინი სუბსიდიის სახით, მაგალითად სხვა მომხმარებლების ხარჯზე"- განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

"ნიუპოსტის" კითხვის საპასუხოდ, - რამდენად სამართლიანია, რომ საქართველოს მიერ აფხაზეთის მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ელექტროენერგიით რუსი ოკუპანტები სარგებლობენ, ვალიშვილი ამ მოცემულობას აღიარებს, თუმცა ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალს სამინისტრო ვერ გვთავაზობს.

"წლების განმავლობაში ეს მოცემულობა არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენ აფხაზეთიდან ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საშუალება და ინსტრუმენტები არ გაგვაჩნია. შეზღუდული ვართ ბერკეტში, რომ ვინმესთან, ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში, დავიჭიროთ ურთიერთობა, რომ ვიღაცამ გადაიხადოს აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. ამას აქვს სამართლებრივი პრობლემა. ჩვენ არ გაგვაჩნია, მექანიზმი მოხმარება ვაკონტროლოთ. ენგურჰესის გამომუშავება პირველ რიგში აფხაზეთს მიეწოდება და რაც რჩება, მხოლოდ მისი მოხმარება ხდება ჩვენი სამართლებრივი სივრცის ნაწილში. იმ მომხმარებელზე გადმოდის, რომელიც გადამხდელია და შესაბამისად, იქიდან შემოსული თანხა რჩება ენგურჰესს.

რაც შეეხება ბერკეტებს, როგორც იცით კაშხალი არის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო მართვის პულტი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. სისტემურად ამის გაყოფა ამ ეტაპისთვის საკმაოდ რთულია"- განმარტა მინისტრის მოადგილემ.

"ნიუპოსტმა" ვალიშვილს კახი კალაძის ოკუპირებულ აფხაზეთში ვოიაჟის შესახებაც ჰკითხა. დავინტერესდით, დაისვა თუ არა ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რაზეც მარიამ ვალიშვილმა თქვა, რომ შეხვედრაზე ძირითადად ენგურჰესზე განსახორციელებელი სარემონტო სამუშაოები განიხილეს.

"ძირითადად საუბრები იყო სამუშაოების დაგეგმვასთან დაკავშირებით. როგორც იცით იგეგმება გვირაბის რემონტი და ასევე სხვა საკმაოდ მოცულობითი საინვესტიციო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით და ამაზე იყო საუბარი. კერძოდ, როდის შეიძლება ჰესის გაჩერება, როდის შეიძლება სამუშაოების ჩატარება, რა ბიუჯეტთან იქნება ეს ასოცირებული. ტექნიკური ხასიათის დიდკუსია ნამდვილად არესებობდა. რაც შეეხება საკითხს, ვინ მოამარაგებს აფხაზეთს, როდესაც ენგურჰესი გაჩერდება ეს ცოტა რთული თემაა და გამოსავალი ნამდვილად მოძებნილი არ არის, იმიტომ რომ აფხაზეთს ემგურჰესის ჰიდროელექტრო სადგურის გარდა სხვა წყარო არ გააჩნია. მისი გაჩერება პრობლემას შეუქმნის აფხაზეთის ელექტრომომარაგებას“- აღნიშნა მან.

ვალიშვილის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხზე ალტერნატიული მოსაზრებები და წყარო არ არსებობს, ენგურჰესზე სარემონტო სამუშაოები, რომელიც 2018 წელს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო.

„არ გვაქვს სრული სურათი, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ენგურის ჰიდროელექტრო სადგური საექსპლუატაციო სამუშაოების გამო გაჩერდება“- ამბობს მინისტრის მოადგილე. მარიამ ვალიშვილმა ამ ეტაპზე არ იცის, რა დაუჯდება საქართველოს ბიუჯეტს ენგურჰესზე დაგეგმილი მასშტაბური სამუშაოები.

„თებერვალში გვირაბის დათვალიერება განხორციელდა. ახლა საინჟინრო კომპანიების მხრიდან სამუშაოების მოცულობის შეფასება კეთდება. მომავალი სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ბიუჯეტი იდენთიფიცირებული არ არის. აქამდე, ტრადიციულად, საინვესტიციო სამიანობას ქართული მხარე ენგურჰესის, როგორც სუბიექტის რესურსით ახორციელებდა, აქიდან გამომდიონარე სხვა ალტერნატიული ვერსია ჯერ-ჯერობით არ ჩანს და ალბათ გაგრძელდება შპს ენგურჰესის ხარჯზე“- განუცხადა „ნიუპოსტს“ კახი კალაძის მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42