რა იყო კალაძის ვიზიტის მიზანი ოკუპირებულ რეგიონში? - ენერგეტიკის შავი ხვრელი აფხაზეთში
პოლიტიკა - 14:31, 04 Jul, 2017     9066
სად მიდის რეალურად საქართველოს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის უსასყიდლოდ გაცემული 1,926.9 მლნ.კვტ. ელექტროენერგია და რატომ იზრდება „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ოკუპირებული რეგიონის მოხმარება წლიდან-წლამდე (ზრდამ წინა წელთან შედარებით 7.2% შეადგინა), როცა ტურისტულ სეზონზეც კი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა მინიმალურია და ის 180 ათასიდან 200 ათას ადამიანამდე მერყეობს.

ჩნდება კითხვა, არის თუ არა აფხაზეთში ენერგეტიკის კორუფციული შავი ხვრელი? რატომ მიაქვს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ზე მეტი უფასოდ სეპარატისტულ რეჟიმს და რატომ აწვდის საქართველოს ხელისუფლება იმაზე მეტ ელექტროენერგიას აფხაზეთს, ვიდრე ეს რეგიონს სჭირდება? ფაქტია, მიღებული სარგებელი ხმარდება აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებს, ხოლო საქართველო ამის სანაცვლოდ იღებს, დღითიდღე გამკაცრებულ საოკუპაციო საზღვარს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობას და აფხაზეთში აკრძალულ ქართულ ენას.

,,ნიუპოსტის“ კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძესა და დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის, კახა კალაძის აფხაზეთში ვოიაჟის დროს, გარკვეული შეთანხმება შედგა. როგორც ჩვენი წყარო ჰყვება, შეთანხმების შედეგად, გაზრდილი ელექტროენერგიიდან დიდი ნაწილი, არაოფიციალურად რუსეთზე იყიდება და სარგებელს, როგორც სეპარატისტული რეჟიმის გავლენიანი პირები, ასევე საქართველოს ვიცე-პრემიერიც იღებს.

კალაძის ამ ვიზიტზე მაშინ აფხაზური მედიაც წერდა და სეპარატისტული რეჟიმი ამ შეხვედრას წარმატებულს უწოდებდა. „შეხვედრა კონსტუქციულ ვითარებაში გაიმართა, სადაც ორმხრივი ინტერესები განვიხილეთ. კონსულტაციები კვლავ გრძელდება“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა.

კორუფციულ შავ ხვრელს და სეპარატისტული რეგიონის ელექტროენერგიით დამატებით მომარაგებას კი საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე შევსებული ბიუჯეტიდან საშუალოდ 33-50 მლნ ლარი ეწირება.

,,საქართველოს თავის ტკივილი“ - ასე აფასებს ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებას ექსპერტი გია ხუხაშვილი.

„ჩიხური მდგომარეობაა... ეს არის იძულებითი თავის ტკივილი“- განაცხადა ექსპერტმა.

გია ხუხაშვილი, აცხადებს, რომ ვინაიდან ოკუპირებულ აფხაზეთს სხვა არხი არ აქვს, საქართველოსგან მიწოდებული ელექტროენერგიით ოკუპანტი ქვეყნის საჯარისო შენაერთებიც სარგებლობენ: „ის რომ რუსეთის ბაზები მარაგდება ფაქტია, სხვა ენერგია მათ არ აქვთ“, - თქვა გია ხუხაშვილმა, რომელიც თემის ირგვლივ კორუფციულ ქვედა დინებებს არ გამორიცხავს.

„მე არ გამოვრიცხავ იქ რომ კორუფციულ ქვედინებებს ჰქონდეს ადგილი“- აღნიშნა მან.

რაც შეეხება კახა კალაძის შესაძლო კორუფციულ ინტერესებს, ხუხაშვილი კონკრეტული ფაქტების გარეშე რაიმე შეფასების გაკეთებისგან თავს იკავებს.

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრზიდენტი რეზო არველაძე შექმნილ რეალობას უსამართლობას უწოდებს. ექსპერტი „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ რეალურად აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის მხოლოდ 20% ეკუთვნის. მათ კი, ზამთარში 100% მიაქვთ, ზაფხულში მხოლოდ 15-20%-ს ხარჯავენ.

„ეს გარემოება რა თქმა უნდა სამართლიანი არ არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროსადგური საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზეა, აფხაზეთი ამუშავებს იმ რეჟიმში, როგორც მოითხოვენ. ამაზე გავლენას ვერ ვახდენთ“- განაცხადა არველაძემ.

მისი თქმით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან სიტყვიერი შეთანხმება მარიონეტული რეჟიმის მიერ ირღვევა.

რევაზ არველაძის თქმით, „ის რომ აფხაზეთი ელექტროენრგიის საფასურს არ იხდის უსამართლოა“.

იხ. შედარება 2015-2016 წლებში აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდები რაოდენობასთან დაკავშირებით.














მოკლე ექსკურსი ენგურჰესის შესახებ:

მისი წილი საქართველოს მთელ ენერგობალანსში 40 პროცენტია, დადგმული სიმძლავრე 1 300 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება - 3 მილიარდ კილოვატ/საათს აღემატება. აქედან გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% უფასოდ მიაქვს აფხაზეთს, 60% კი - საქართველოს ენერგოსისტემაში რჩება.

საქმეს ართულებს ის გარემოებაც, რომ ელექტროსადგური აფახაზეთის მხარეს - გალის რაიონის სოფელ საბერიოში მდებარეობს, რითაც აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი კარგად სარგებლობს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის 1998 წელს შედგა სიტყვიერი მოლაპარაკება, რომ ელექტროენერგიის 40% უნდა წაეღო აფხაზეთს და 60% - საქართველოს.

"ნიუპოსტი" საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური პოზიციით დაინტერესდა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ,,ნიუპოსტის“ კითხვებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ უპასუხა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42