"პრობლემების მოსაგვარებლად ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ" - ციხელაშვილი ბერშუეთთან საზღვარის გადმოწევაზე
პოლიტიკა - 14:09, 04 Jul, 2017     1396
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილი გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებულ ბანერთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები მთელ რიგ რისკებსა და პრობლემებს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობას.

„საოკუპაციო ძალის მიერ ბანერების დადგმა და სხვა მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ უსაფრთხოების გარემოს ძაბავს და ქმნის რისკებს ამ მიმართულებით, არამედ ძალიან სერიოზულ ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი მოძრაობა, როგორსაც, სამწუხაროდ, რეგულარულად აქვს ადგილი 2009 წლიდან.

ჩვენი აპარატის წარმომადგენელი უკვე გაემგზავრა ადგილზე ვითარების დეტალურად გასაცნობად და მოსახლეობასთან შესახვედრად. რა თქმა უნდა, ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ პრობლემის მოგვარებაში დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. გასულ წელს მე პირადად ვიყავი ჩასული მოსავლის აღების პერიოდში სწორედ ამ ადგილზე, ვიცნობ ჩილინდარაშვილებს და ხოდელსაც და მაშინ დიდი ძალისხმევით მოვახერხეთ, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ ნაკვეთზე ერთ-ერთმა მოსახლემ აიღო მოსავალი.

რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანა ამ მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების სრულად დემონტაჟია და ვიდრე ამ სტრატეგიულ მიზანს მივაღწევთ, ვმუშაობთ ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრაზე, რათა მოსახლეობას მიეცეს მიწებზე წვდომის საშუალება.

ამჯერადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით გავააქტიურებთ „ცხელ ხაზს“, რომელიც ინციდენტებზე რეაგირების ყველაზე სწრაფი საშუალებაა. ასევე, ამ საკითხს დავაყენებთ მომდევნო კვირაში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში. ამასთან, ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან. სამწუხაროდ, ეს არ არის ახალი საკითხი, ყველა შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობისთვის მიწებზე წვდომა და მოსავლის აღების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი მთავარი თემა. ვერ ვიტყვი, რომ საოკუპაციო ძალა ხშირად კონსტრუქციულობით გამოირჩევა, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ყველა ძალისხმევის მობილიზებით მოხერხდება, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემები”- განაცხადა ციხელაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42