თბილისის მერი „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ საბოლოო სამუშაო ვერსიას გაეცნო
პოლიტიკა - 13:45, 04 Jul, 2017     1178
თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ საბოლოო სამუშაო ვერსიას გაეცნო. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საუბარი პრიორიტეტულ ღონისძიებებსა და მათი განხორციელების გზებს შეეხო. ჩატარდა პრეზენტაცია და მოეწყო დისკუსია.

აღნიშნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, ქალაქ თბილისისთვის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ (GCAP) შემუშავების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა თბილისის მერიასთან ერთად დაიქირავა საკონსულტაციო კომპანიები „EMPRESS“ და „ENVIROS“. სამოქმედო გეგმა აერთიანებს ქალაქის სტრატეგიულ მიმართულებებსა და პრიორიტეტულ ღონისძიებებს, რომელთა დაგეგმვაში ჩართული იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარე.

„ჩვენ მოვისმინეთ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ის აქტივობები და ინიციატივები, რომელიც მომავალში შეიძლება იქნას განხორციელებული. სექტემბრამდე გვაქვს დრო, რომ აღნიშნულმა დოკუმენტმა კიდევ ერთხელ გაიაროს რევიზია მერიის სამსახურებში და ფინანსური ნაწილი იქნას დახვეწილი. ასევე თვითონ სამოქმედო გეგმის ძირითადი პრინციპები გავლილი იყოს საკრებულოს წარმომადგენლებთან და საბოლოოდ ჩვენ მივიდეთ იმ ფინალურ ვერსიამდე, რომელიც მოგვცემს სრულ სურათს, თუ რა უნდა გავაკეთოთ მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში იმისათვის, რომ თბილისმა მიაღწიოს იმ მიზანს, რასაც ჰქვია მწვანე ქალაქი“,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.

„მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმზე“ მუშაობა 2016 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42