თბილისის მერია ახალი საინფორმაციო ცენტრის შექმნას გეგმავს
პოლიტიკა - 13:06, 04 Jul, 2017     3248
თბილისის მერია მუნიციპალური სერვისების განვითარებას და გაუმჯობესებას განაგრძობს. მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის განახლების შემდეგ, დედაქალაქის მთავრობა ახალი საინფორმაციო ცენტრის შექმნას გეგმავს, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს ერთ ნომერზე დარეკვით მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებიდან.

სწრაფი და კვალიფიციური დისტანციური მომსახურებით თბილისის მერია მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში დამატებით სერვისებსაც შესთავაზებს, მათ შორის იქნება : უკან გადარეკვის სერვისი, ონლაინ კონსულტაცია შშმ პირებისთვის, სტანდარტული სერვისების შესახებ სმს შეტყობინებით ინფორმაციის მიწოდება, შშმ პირებისათვის გამარტივებული მომსახურება ჟესტური ენის ოპერატორის მიერ, მომსახურება ინგლისურ ენაზე და სხვ.

პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით ხორციელდება. დაგეგმილი სიახლის შესახებ პრეზენტაცია დღეს სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში გაიმართა.

თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი საინფორმაციო ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელსაც თბილისის მერია გერმანელ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ დავასრულეთ მოქალაქეთა მომსახურების ერთიანი სივრცის შექმნა და ამ პროექტმა გაამართლა, ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან მასთან დაკავშირებულ პროექტს, რომელიც გულისხმობს ერთიანი საინფორმაციო ცენტრის ფორმირებას. მოქალაქეებს ექნებათ ერთი მარტივი ნომერი, რომელზე დარეკვის შემთხვევაშიც ისინი მიიღებენ ყველა იმ ინფორმაციას რაც სჭირდებათ მუნიციპალურ სერვისებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იქნება გაცილებით უფრო ოპერატიული, ვიდრე დღეს არსებული სისტემაა,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42