პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პოლიტიკა - 12:08, 04 Jul, 2017     954
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ამერიკელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ჩვენს ერთგულ მეგობარს და მოკავშირეს გულითადად ვულოცავ მთავარ ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს!

ამ დღეს დაიბადა მსოფლიო დემოკრატიისა და თავისუფლების მთავარი საყრდენი, რომელიც თავისი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის გახდა, ასევე, უმნიშვნელოვანესი საფუძველი დემოკრატიული ღირებულებების განვითარების, თავისუფლებისა და მშვიდობისკენ სწრაფვის გზაზე.

უკვე 25 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულად გვერდში უდგას საქართველოს. ფასდაუდებელია მისი წვლილი და ამაგი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს ამერიკელ მეგობრებს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ მხარდაჭერას ქართველი ერი დიდად აფასებს.

განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ეს დღე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ იან კელის და კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის.

გილოცავთ ჩვენო ამერიკელო მეგობრებო! დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მსოფლიო კეთილდღეობას, მშვიდობასა და სტაბილურობას"- აღნიშნულია კობახიძის მილოცვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42