სასამართლომ თეა წულუკიანი სამართალდამრღვევად ცნო - ომბუდსმენი
პოლიტიკა - 11:26, 04 Jul, 2017     16349
საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო სასამართლომ იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს 10 სსიპ–ს ხელმძღვანელი სამართალდამრღვევად ცნო.

"2017 წლის 20–22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი, სსიპ საკანონმდებლო მაცნეს დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოსო გიორგაძე, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შოთა გუნია, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ზაქარაია, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, სსიპ „სმართ ლოჯიქის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მეჟლუმიანი და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 31 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის 11 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს რეკომენდაციით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის“ (IDFI) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო დაწესებულება, თანამდებობის პირი, რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს, ვალდებულია განიხილოს ისინი და მათი განხილვის შედეგები საქართველოს სახალხო დამცველს წერილობით აცნობოს 20 დღის ვადაში. თუმცა, კანონით დაკისრებული ვალდებულება მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეასრულა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სახალხო დამცველის მოთხოვნის შეუსრულებ¬ლობა ფულად ჯარიმას გულისხმობს, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლო იუსტიციის მინისტრისა და 10 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა”- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42