პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას დაესწრება
პოლიტიკა - 10:59, 04 Jul, 2017     1037
„ეუთოს რეგიონში თანამშრომლობისა და ურთიერთნდობის განმტკიცება მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ ამ სახელწოდებით, 5-9 ივლისს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის რიგით 26-ე ყოველწლიური სესია გაიმართება. პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, სესიის მუშაობაში მონაწილეობას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით მიიღებს. საქართველოს პარლამენტიდან ღონისძიებას არჩილ თალაკვაძე, გიორგი ვოლსკი, გიორგი წერეთელი, ირინე ფრუიძე და ირაკლი ბერაია დაესწრებიან.

საერთაშორისო დიალოგის ფორუმზე, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების 300-ზე მეტი პარლამენტის წევრი საკომიტეტო სხდომების და პლენარული სესიის ფარგლებში, მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მსჯელობას გამართავენ და შესაბამის რეზოლუციებს მიიღებენ.

საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ინიციატივით, ღია და გამჭვირვალე მმართველობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ირინე ფრუიძესთან ერთად, ეუთოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით კონფერენციას გამართავს სახელწოდებით: „საქართველოს პარლამენტის როლი OGP-ის სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია მინსკის დეკლარაციის მიღებით დასრულდება, რომელშიც ქვეყნის მთავრობებისთვის, პარლამენტებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის რეკომენდაციები გაიწერება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება საკადრო საკითხების გადაწყვეტას - ვიცეპრეზიდენტების და ხაზინადართა არჩევასაც დაეთმობა.

აღსანიშნავია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე ყოველწლიურ სესიას, 2016 წელს, საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42