"მაია მელიქიძე მაღალი კლასის პროფესიონალიზმით დაეხმარება სემეკს კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებაში" - აბაშიშვილი
პოლიტიკა - 18:31, 03 Jul, 2017     1377
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა 30 ივნისს დაამტკიცა, სემეკში დღეს წარადგინა.

მაია მელიქიძე თანამშრომლებს სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ წარადგინა, წარმატებული საქმიანობა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მაია მელიქიძე მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი გამოცდილებით კიდევ უფრო დაეხმარება სემეკს გაძლიერებასა და განვითარებაში.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაია მელიქიძე კომისიის წევრის თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს.

მაია მელიქიძე 2000-2005 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის სპეციალობით, ხოლო 2006-2007 წლებში - ევროპის მენეჯერთა სკოლაში (ESM) ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით. 2007 წელს დაამთავრა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (აშშ) უცხოური ინვესტიციების კურსი.

2015 წელს სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნეს სკოლაში გლობალური სტრატეგიული მართვის სპეციალობით.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 2003 წლიდან „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ პროექტის მენეჯერად. 2004 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა საერთაშორისო კომპანია Ernst & Young-ის უფროს აუდიტორად. 2008-2009 წლებში იყო სს „საქართველოს ბანკის“ მთავარი საგადასახადო სპეციალისტი. 2009 წლიდან 2016 წლის 1 მარტამდე მუშაობდა სს „ლიბერთი ბანკის“ საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო აუდიტორთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად.

არის ილიას სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი საბანკო-საფინანსო მიმართულებით.

2016 წლის 14 მარტს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში. ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42