პრეზიდენტის სარეზერვო ფორდის დაფინანსებით გორში, ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნება
პოლიტიკა - 16:57, 03 Jul, 2017     1081
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და საგარეო ურთიერთობათა მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ დღეს ქვემო ქართლში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს.

გიორგი აბაშიშვილი კასპის ოკუპაციის მუზეუმში, დასრულებული პროექტის "არა ოკუპაციას" მონაწილეებს შეხვდა, რომელზეც ოკუპაციის შედეგებზე, საინფორმაციო ომზე, ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე და ევროკავშირის ბაზრის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

პროექტი ორგანიზაციამ "მეგობრობის ხიდი ქართლოსი" განახორციელა, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში ოკუპაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო დისკუსიებს მართავდა.

პროექტის შეჯამებისას გიორგი აბაშიშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ შიდა ქართლის სამ რაიონში - გორში, ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გახსნას.

„ჩვენ შევთვაზეთ კასპის ოკუპაციის მუზეუმს, როგორც წარმატების მაგალითს, რომ ოკუპაციის გასწვრივ საქართველოს ქალაქებში პირველ ეტაპზე შიდა ქართლის ქალაქებში, გაგვეკეთებინა მსგავსი ტიპის მუზეუმები.

ეს კიდევ ერთხელ ძალიან თვალნათლივ აჩვენებს ჩვენს ახალგაზრდებს იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით და მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციის შეფასება დავიწყოთ სწორად და დავიწყოთ საბჭოთა პერიოდიდან“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დღესვე გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზშიც იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება.

„აგროკლუბი“, რომლის მიზანიც ფერმერთა ხელშეწყობა, ინფორმირება და ახალი სასოფლო-სამეურნეო წარმოების დანერგვაა პრეზიდენტის ფონდისა და ჩეხეთის საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო კლუბისთვის გამოყოფილი შენობა, აღიჭურვა ტრენინგცენტრი, ასევე მომზადდა სადემონსტრაციო ნაკვეთი.

გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფნალაძე ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და პროექტის ხელმძღვანელებისგან მოისმინეს, რა შედეგი მიიღო „აგროკლუბის“ საქმიანობისგან მოსახლეობამ.

"ნიქოზის "აგროკლუბი“ აერთიანებს სწორედ იმ ფერმერებს, რომლებიც საოკუპაციო ზოლის გასწვრივ საქმინაობენ და საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მოჰყავთ ერთის მხრივ მოსავალი და ცდილობენ დაეუფლონ თანამედროვე მეთოდებს სოფლის მეურნეობაში.

„აგროკლუბის“ ძირითადი მიზანი სწორედ მათი დახმარებაა სხვადასხვა თვალსაზრისით, როგორ შეიძლება არსებულ პირობებში, არსებულ მიწებზე მიიღონ უკეთესი მოსავალი.

ჩვენ ვფიქრობთ „აგროკლუბის“ შემდგომ მხარდაჭერასაც, ვინაიდან მას არამხოლოდ ეკონომიკური და სოციალური ეფექტი აქვს, არამედ იგი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯიცაა, რომ სწორედ აქ, საოკუპაციო ხაზს მიღმა იყვნენ ძლიერი ფერმერები“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42