არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტის მრჩევლებს ხვდებიან, საუბარი შეეხება თვითმართველობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ ჯანი ბუკუიკიოსთან შეხვედრის შემდეგ, დადგა იმის საჭიროება, რომ კონსტიტუციის პროექტი გადაიხედოს და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.
„ის რეალობა, რომელიც შეიქმნა კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით "ვენეციის კომისიის" პრეზიდენტის განცხადებების შემდგომ, აჩენს ყველასთვის მოლოდინს იმისას, რომ ეს პროცესი უნდა გაჩერდეს, რომელმა პროცესმაც აქამდე მოიყვანა ეს ცვლილებები და, ბუნებრივია, ხელისუფლებამ ამჯერად მაინც უნდა გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ამ ვითარებაში ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ დიალოგისთვის,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






