თარგამაძე არ გამოვრიცხავს, რომ მისი აფეთქების საქმეში ბრალდებული ხეჩუაშვილი ლიკვიდირებულია
პოლიტიკა - 16:05, 03 Jul, 2017     2452
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ მის აფეთქებაში მონაწილე დავით ხეჩუაშვილი შესაძლოა ლიკვიდირებული იყოს, რადგან ამ პირთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. თარგამაძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აპირებს გამოძიება თავად აწარმოოს:

,,ვაპირებ გავაგრძელო საკუთარი გამოძიება. საკმაოდ შორს ვარ წასული. პრაქტიკულად ჩემთვის ცნობილია უშუალოდ ტერაქტის განმახორციელებელი ყველა პირი, ასევე ცნობილია დაკავშირებული პირები. ისინი გამოკვეთილია გამოძიებაშიც, მაგრამ მათ მიმართ არ ტარდება არც ოპერატიული და არც პროცესუალური მოქმედებები. ჩემთვის ასევე ცნობილია დაკვეთის მიმართულება, ეს არის როგორც რუსული, ასევე ქართული სპეცსამსახურები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ასევე ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი. დასაზუსტებელი დამრჩა ის დამკვეთები, რომლებმაც ჩემი პერსონიფიცირება მოახდინეს, როგორც ტერორისტული აქტის ობიექტის და მოსაძიებელი მაქვს დამატებით მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი გამოძიების შედეგებს გაამაგრებს. ამას მე გავაკეთებ და მაშინ როდესაც სასამართლო იქნება იმ კონდიციაში, რომ ასეთი საქმეები განიხილოს, განიხილავს კიდეც, ხეჩუაშვილი აბრამიშვილისგან განსხვავებით, რომელიც მოსკოვში ჩანს ჩემზე განხორციელებული ტერაქტის საქმესთან დაკავშირებულ ადამიანებთან ერთად, ხეჩუაშვილი აფეთქების შემდეგ საერთოდ არსად არ გამოჩენილა. ჩემი მცდელობები, მისი გადაადგილების შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძიებაზე უშედეგოა. აქედან გამომდინარე, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხეჩუაშვილი საერთოდ ლიკვიდირებული იყოს. თუ ადვოკატი კონკრეტულად იძახის, რომ ხეჩუაშვილი მოსკოვში მუშაობს, კარგი იქნება თუ ამის ცნობასაც წარმოადგენს." - განაცხადა გივი თარგამაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42