ელიავას ბაზრობა "ბავშვთა სამყაროს" შემდეგ - სად იყო კალაძე?
პოლიტიკა - 14:30, 03 Jul, 2017     6788
მორიგი ხანძარი თბილისის ბაზარში. ე.წ. ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ.

აგლაძის ქუჩაზე, მდებარე ავტონაწილების მაღაზიაში ხანძარი 2 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 2500 კვ.მ-ზე გავრცელდა და მის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 24 სამაშველო მანქანა და 250 მეხანძრე-მაშველი.​ შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. ცეცხლის ბოლო კერის ლიკვიდაცია სამი საათისთვის მოახერხდა.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლის ბოლომდე ჩაქრობა, ტოქსიკური მასალების დაწვის გამო, გართულდა.

ადგილზე მერობის კანდიდატები ზაალ უდუმაშვილი და მერობის სავარაუდო კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე მივიდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისი მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა. დიდუბის რაიონის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილს დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდა.

,,საეჭვოა, როცა რამდენიმე თვეში თბილისის ორ ცენტრალურ ბაზრობაზე ხდება ხანძარი“ - აცხადებს მერობის კანდიდატს. კითხვები აქვს ელისაშვილსაც.

დამწვარი ბაზრის ტერიტორიაზე დაზარალებულები და მედიის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახი კალაძის გამოჩენას ელოდნენ, თუმცა ვიცე-პრემიერი ადგილზე ამ დრომდე არ მისულა.

ამის პარალელურად კი დაზარალებულები სახელმწიფოს დახმარებას - ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.

ერთ-ერთი დაზარალებული, ქეთევან ლოლაძე აცხადებს, რომ საუბარია იმ დაზარალებულებზე, რომლებსაც საკუთარი საქონელი დაზღვეული არ ჰქონიათ.
ამასთან მოქალაქე ელექტროგაყვანილობის მიზეზით ცეცხლის გაჩენას გამორიცხავს, რადგან ხანძრის გაჩენის დროს ელექტროენერგია გათიშული იყო.

რამდენად აუნაზღაურებენ დაზღვევის არ მქონე პირებს ზარალს უცნობია. დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ელიავას ბაზრობაზე დაზარალებულებს ქონება დაზღვეული ჰქონდათ.

"იმედია, "ბავშვთა სამყაროს" მერე, ადამიანებმა იციან, რომ დაზღვეული უნდა ჰქონოდათ ქონება" - თქვა მან.

"ნიუპოსტი" შეეცადა გაერკვია, სად იყო ხანძრის დროს ბატონი კალაძე, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას, მომღერალმა და დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა არ იცის სად იყო "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი. უმრავლესობის წევრი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ კარგი იქნება, რომ ბაზარში დასაქმებული ადამიანები ამის შემდეგ მაინც დააზღვევენ საქონელს.

"თუკი რამე სახსრები გამოინახება, მოხარული ვიქნებით თუ ამ ადამიანებს დაეხმარებიან, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ობიექტები აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული. ცოტა ხნის წინ, ბავშვთა სამყარო დაიწვა და ხალხმა, ამხელა ქონება დაკარგა, შესაბამისი დასკვნები ყველამ უნდა გამოიტანოს - დაზღვევის სისტემა აუცილებელია. ერთადერთი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის ის რომ პერიოდულად სახანძრო უსაფრთხოების სისტემები უნდა შემოწმდეს. უამრავი ასეთი შემთხვევაა, იქ საფინანსო კომპანია - საქართველოს დაზარალებულები არიან, ვიღაცას ვენახი ესეტყვება, აქით ხანძარი ჩნდება, ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე სახელმწიფო ვერ გაწვდება. თუ რამე გამოინახა, კათილი ნება თუ იქნება ძალიან მივესალმები, ძალიან გვეცოდება ეს ადამიანები"- აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა.

დეპუტატ ნუკრი ქანთარიას კი უსამართლობად მიაჩნია კითხვა, რატომ არ იყო ვიცე-პრემიერი შემთხვევის ადგილზე, რადგან "ქართული ოცნების" წევრის თქმით, მერობის კანდიდატი ყველა კრიტიკულ მომენტში დაზარალებულების გვერდით იდგა.

"ვერ გეტყვით სად იყო კალაძე, ეს ნდა დააზუსტოთ მასთან, თუმცა კახი რომ მსგავს რამეებს არ ერიდება და პირდაპირ შუაგულ ცეცხლში შედის ხოლმე ეს ყველასთვის ნათელია. ამ შემთხვევაში ის თვითონ ახსნის არ ჩათვალა საჭიროდ თუ საქართველოში არ იყო"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ქანთარიამ.

მისი თქმით, ზარალის ანაზღაურება კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს.

"უნდა იყოს დაზღვევა, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება"- განმარტა დეპუტატმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42