რატომ არ მივიდა ივანიშვილი კალაძის წარდგენაზე? - ექსპრემიერი უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი აღარ არის
პოლიტიკა - 13:10, 03 Jul, 2017     5428
“ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყო. ყოფილი პრემიერი თბილისის მერობის სამთავრობო კანდიდატის წარდგენას არ დასწრებია, რამაც საზოგადოებაში ოლიგარქის ჯანმრთელობის ირგვლივ არსებული ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა.

უმრავლესობის წევრები არ პასუხობენ კითხვას, რატომ არ იმყოფებოდა ფუნიკულიორზე "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, თუმცა აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი “ქართულ ოცნებას” მხარს უჭერს.

ამ საკითხებზე "ნიუპოსტი" მმართველი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ წევრს ზაზა პაპუაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, რა ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა.

- რატომ არ იმყოფებოდა ყოფილი პრემიერი კახა კალაძის წარდგენაზე?

- არ ვიცი რატომ არ მივიდა, რატომ უნდა მისულიყო არც ის ვიცი. არ არის ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილი მივიდოდა იქ თუ არ მივიდოდა... დღის წესრიგში რატომ დგას ეს კითხვა?!

- იმიტომ დადგა, რომ ყველა მნიშვნელოვანი არჩევნების დროს ივანიშვილი საზოგადოებას "ქართული ოცნების" მხარდაჭერის დროს საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა...

- "ქართული ოცნების" გვერდით ის (ბიძინა ივანიშვილი) დღესაც დგას. ასე გადაწყვიტა, ალბათ ექნება არგუმენტები რატომ არ იყო ღონისძიებაზე.

- შეთანხმებული იყო თუ არა ივანიშვილთან, კალაძის კანდიდატურა?

- მე არ მაქვს ინფორმაცია შეთანხმებული იყო თუ არა, საუბარს რჩევების დონეზე არ გამოვრიცხავ. კალაძესთან დაკავშირებით, საერთო შეთანხმება არსებობს.

- რა ინფორმაცია გაქვთ, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ? როდის გქონდათ მასთან კომუნიკაცია?

- შეხვედრით არ შევხვედრივარ, 2 თვის წინ სატელეფონო საუბარი მქონდა. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს ინფორმაციები ვიღაცების აკვიატება თუ სურვილია არ ვიცი. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ჯანმრთელად და კარგად არის.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42