პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარში მონაწილეობს
პოლიტიკა - 11:07, 03 Jul, 2017     1094
3-5 ივლისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული, „Rose-Roth“-ის სემინარი გაიმართება, რომელსაც პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება.

რიგით 95-ე სემინარი „დონბასის რეგიონში“ და ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებული მდგომარეობის განხილვას და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე მათი გავლენის მიმოხილვას დაეთმობა. ღონისძიების მონაწილეები უკრაინაში მიმდინარე რეფორმებზე და შიდა გამოწვევების მიმდინარეობაზე მოხსენებებს მოისმენენ. სემინარის ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეის დელეგატები, მოლდოვის რესპუბლიკაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით დისკუსიას გამართავენ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ ორგანიზებულ სემინარს, ნატოს წევრი 29 ქვეყნის და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნების 180-მდე კანონმდებელი დაესწრება. საქართველოს პარლამენტიდან სემინარში მონაწილეობას ირაკლი სესიაშვილი, სოფიო ქაცარავა, ირაკლი ბერაია, ბექა ოდიშარია და ცოტნე ზურაბიანი მიიღებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42