„გაუმართლებელი ჯარიმების დაწესებით მოსახლეობა თანდათან გაღატაკდება!“- ნატო ჩხეიძე
პოლიტიკა - 10:23, 03 Jul, 2017     8257
ფრაქცია საქართველოს პატრიოტებიამ კვირაშიც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით და ამ კანონპტოექტის განხილვაში მონაწილეობა ვერ მივიღე. არადა, სიტყვით გამოსვლას ვგეგმავდი,“ - ასე ეხმაურება დეპუტატი ნატო ჩხეიძე პარლამენტის მიერ „ადმნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანას, რომელსაც, როგორც დეპუტატი წერს, „მდაბიურის ენით „ ხმაურის კანონად“ მოიხსენიებენ.


ჩემი მომავალი წიგნის ერთი თავის სათაური უკვე მონიშნული მაქვს: ის, რაც ვერ ვთქვი“. და ასეთი კი საკმაოდ დამიგროვდა სხვადასხვა მიზეზის გამო, და ჯერ ერთი წელიც არ გასულა,“ - წერს ჩხეიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე და ზემოხსენებულ თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

საზოგადოებაზე ზრუნვა, ცხადია, პარლამენტის მოვალეობაა, ანუ საზოგადოებისათვის სასარგებლო კანონების მიღება და ეს კანონპროექტიც, ერთი შეხედვით ასეთია, - შეწუხდა ხალხი ხმაურით, ხალხის უმრავლესობაო, გვეუბნებით და უნდა მივიღოთ ზომები, ანუ შესაბამისი კანონიო. კეთილი, მაგრამ რა ზომებია ეს და რა საშუალებით უნდა მივაღწიოთ ასე ნანატრ სიმშვიდეს?

კარგია ის, რომ პირველი ვარიანტისაგან განსხვავებით, შესწორება შეგიტანიათ პროექტში და აკუსტიკური ხმაურის განმარტებამთავრობის მიერ უნდა მოხდეს და ასევე, „ხმაურის დასაშვები ნორმებიცუნდა განისაზევროს მთავრობის მიერ და იმედია, მთავრობა ამას მოახერხებს კიდეც, რადგან სხვანაირად პრობლემა შეიქმნება კანონის აღსრულებისას.

გაუგებარია, რომ ეს ფუნქცია, ანუ კონტროლი, რატომ ევალება პოლიციას 2018 წლის 1 აპრილამდე და ჰქვია ამას: გარდამავალი პერიოდიმაშინ, როცა მერიის ზედამხედველობის ორგანოებს ახლაც აქვდებულებით განსაზღვრული ხმაურის კონტროლი.

და ამ კანონპროექტით, გარდამავალი პერიოდისდასრულების მერე ეს ფუნქცია ისევ დაუბრუნდება მერიის ზედამხედველიბის სამსახურს და კიდევ - გარემოს დაცვის შესაბამის დეპარტამენტს, ანუ ორივეს. როგორ განისაზღვრება ფუნქციები მათ შორის, ჯერაც დაუზუსტებელია, მაგრამ უფრო გაუგებარია ეს გარდამავალი პერიოდი. რისთვის არის გარდამავალი და რას უნდა შეუწყოს ხელი? - სავარაუდოა, რომ გაძლიერებულ კონტროლს და ჯარიმების დაკისრებას, ჯარიმებისა, რომელიც ჩადენილ სამართალდარღვევის ხარისხთან შედარებით არაპროპორციული.

აი, შეადარეთ: განმეორებით ზედმეტი ხმაურისა ან პიროტექნიკის გამოყენებისას ჯარიმა იურიდიული პირებისათვის არის 1000 ლარი,
მაშინ როცასატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოლოგიური ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეიბაში იმ პირის მიერ, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება - არის ზუსტად 1000 ლარი.

ვფიქრობ, აშკარად უზარმაზარი ჯარიმაა ხმაურისა და პიროტექნიკის გამოყენებისას, თანაც, ძირითადად, ეს დამსჯელი ღონისძიებები ხომ განხორციელებული იქნება კაფე-ბარებისა და რესტორნების, ანუ ადგილობრივი ბიზნესის მიმართ.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა არ გამოირჩევა დიდი ბიზნესის სიმრავლით და მოქალაქეების ძირითადი დასაქმების საშუალება საშუალო და მცირე იზნესიდა თუ გაუმართლებელი ჯარიმები დაწესდება, თანდათან გაღატაკდებიან და მერე არც არაფერი იქნება წასაღები.

ჩვენი პარლამენტი, სამწუხაროდ, არ გამოირჩევა ადგილობრივი ბიზნესის დაცვით;
ნაციონალური მოძრაობისძველი და ახალი ფრთა უცხოური ბიზნესის ლობისტებად გვევლინებ - ეს მათი არჩევანია და არც ოცნებააშორს მსგავსი ზრახვა-ქმედებისგან... და ბარ-რესტოენების ასეთი დიდი თანხით დაჯარიმება მეტისმეტი მგონია.

ლიბერალიზაციაკარგი სიტყვაა და მარტო ნარკოტიკების მომხმარებლების მიმაეთ უნდა ვიყოთ ლიბერალები? და რატომ არა ხმამაღალი მუსიკის მოყვარული მსმენელების მიმართ? იმ კაფე-ბარებში მარტო დალხინებული ხალხი ხომ არ დადის - კაცი ღამეს რომ გაათევს და მეორე დღეს 12 საათზე გაიღვიძებს, ის ან უმუშევარია და დაუსაქმებელი ან ცოდნის გარკვეულ ნაკლებობას განიცდის და შესაბამის თუ სასურველ ადგილზე ასევე, დაუსაქმებელია. და კიდევ არაერთი სუბიექტურ-ობიექტური მიზეზია კაცის დაუსაქმებლობისა ამ ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანაში. დაუსაქმებელი და გაჭირვებული ხალხისთვის 300 ლარის დაკისრება იმიტომ, რომ გულისგადასაყოლებლად მუსიკას უსმენს - სატრფიალოს თუ დარდიმანდულს, გაუმართლებელი მგონია.

გამოდის, რომ მუსიკას თავსა და ფეხს ააყოლებ თუ მარიხუანას ეწევი - ერთნაირად დაისჯები!..

ჩემი შენიშვნები შეიძლება დღეს გადაჭარბებული მოგეჩვენოთ, მხოლოდ ოპონირების გამო თქმული, მაგრამ იცოდეთ, რომ ხვალ და ზეგ ეს გაუმართლებელი სიმკაცრე სერიოზული პრობლემის წინა დაგვაყენებს ყველას,“ - წერს დეპუტატი ნატო ჩხეიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და იქვე განმარტავს, რომ იმას, რის თქმასაც, სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, პარლამენტში ვერ მოახერხებს, საზოგადოებას სწორედ „ფეისბუქით“ გააცნობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42