რა კავშირი აქვს ელიავას ბაზრობის ხანძარს ,,გენგეგმის ჯგუფის“ პროექტთან - კორუფციული გარიგება თუ უბედური შემთხვევა
პოლიტიკა - 02:13, 03 Jul, 2017     11841
ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს ეხმაურება ,,რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი. მისი თქმით, არსებობს გენგეგმის ჯგუფის პროექტი, რომელიც ბაზრობის ტერიტორიას ეხება და რომელიც საკრებულოში დასამტკიცებლადაც იყო შეტანილი,თუმცა მისი განხილვა გარკვეული წინააღმდეგობების გამო გადაიდო.

,,ელიავას ბაზრობაზე ხანძართან დაკავშირებით ბარემ ახლავე ვიტყვი.

მე საერთოდ შეთქმულების თეორიების არ მჯერა და არც უაპელაციო ბრალდებები არა მჩვევია, მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც აუცილებლად იმსახურებს ყურადღების მიპყრობას.

ელიავას თაობაზე ძალიან კარგი პროქტი აქვს გენგეგმის ჯგუფს, რომელიც გულისხმობს ამ ბაზრობის გადატანას ორ სხვა ადგილას (ადგილებიც შერჩეულია, საკმაოდ კარგიც) და აქ დიდი პარკის და სარეკრეაციო ზონის მოწყობას, მაგრამ არის მეორე პროექტიც, რომელიც იქ დიდი გადახურული სუპერმარკეტის აშენებას ითვალისწინებს, ანუ ფაქტობრივად ბაზრობის გადახურულ ვარიანტია მცირეოდენი მოდერნიზაციით.

სახელისუფლო წრეებში ამ თემაზე სრული ერთსულოვნება არაა, მაგრამ ცხადია მეორე ვარიანტი უფრო პოპულარულია: ინვესტორი, სწრაფი მოგება, ბიზნესი, ფული და ა.შ. თუმცა, ასე პირდაპირ თავიანთივე დამტკიცებული გენგეგმის ჯგუფის წინააღმდეგ წასვლა უჭირთ.

ეს მეორე პროექტი შემოტანილი ჰქონდათ საკრებულოში ურბანული დაგეგმარების კომისიაში და პროექტის მომხრეები სულ ხალხის დასაქმებაზე აპელირებდნენ, სარეკრეაციო ზონა კი კარგია, მაგრამ იქ დასაქმებულ ხალხს რა ვუყოთო, ესენი კიდევ მშენებლობის პარალელურად მათთვისაც გამოყოფენ სივრცეს და აშენების შემდეგ შიგნით შეიყვანენო.

წარმოდგენილი პროექტი საკრებულოში სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა (ძირითადად ოპოზიციისგან და თავად გენგეგმის ჯგუფის ხელმძღვანელმაც მტკიცე პოზიცია დაიჭირა) და საბოლოო ჯამში მისი განხილვა გადაიდო.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მე არავის არაფერს არ ვაბრალებ, მაგრამ თუ ხანძრის ფაქტი გამოყენებული იქნება ამ პროექტის განხორციელების საბაბად, აქაოდა, ამდენი ხალხი დაზარალდა და ხომ უნდა დავეხმაროთო, მაშინ ნამდვილად გამიჩნდება საფუძველი იმისა, რომ ვიფიქრო მიზანმიმართულ ქმედებაზე. ბოლო-ბოლო ცეცხლის წაკიდება ძველი და გამოცდილი მეთოდია, საბჭოური მემკვიდრეობიდან

ამიტომ, ახლა მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ის, თუ რაზე ვიფიქროთ: უბედურ შემთხვევაზე თუ კორუფციული გარიგების მიზნით ჩადენილ დანაშაულზე. დაზარალებულებს სახელმწიფო, ცხადია, შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმაროს, მაგრამ აქ ისეთი დახმარების ფორმა უნდა გამოინახოს, რომ გენგეგმის ჯგუფის კარგი, მე ვიტყოდი, ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი, ძალაში დარჩეს.

ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და საზოგადოებაც იმისდა მიხედვით გააკეთებს დასკვნებს, თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება.

საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ამაზეა ნათქვამი“ - წერს დავით ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42