თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) ათი წლის საიუბილეო ღონისძიება გამართა
პოლიტიკა - 20:05, 02 Jul, 2017     1340
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ათი წლის საიუბილიო ღონისძიება და 2017 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა. 10 წლის განმავლობაში ISET-ში ასეულობით წარმატებული კურსდამთავრებული აღიზარდა, რომლებიც წარმატებულ პოზიციებს იკავებენ რეგიონში. წელს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა 32-მა მაგისტრმა დაამთავრა.

კურსდამთავრებულებს ღირშესანიშნავი დღე მიულოცეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ISET-ის პრეზიდენტმა ერიკ ლივნიმ, მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა, BP-ის გენერალურმა მენეჯერმა კრის შლუტერმა, შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარტინა ქუიკმა და სხვა ოფიციალურმა სტუმრებმა. საიუბილეო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ISET-ის სტუდენტები, სკოლის მეგობრები და მხარდამჭერები საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, კერძო სექტორის, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

„უკვე 10 წელი გავიდა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის სკოლა დაარსდა, ეს არის ღირშესანიშნავი თარიღი. ISET-მა გაუძლო გამოწვევებს, გაუძლო დროს, სკოლის ბევრი კურსდამთავრებული დასაქმებულია წარმატებით. დღეს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საღამოა. ვულოცავ მათ უნივერსიტეტის და სკოლის დამთავრებას. ვუსურვებ წარმატებებს“-განაცხადა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

საიუბილეო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა ISET-ის წარმატებულ კურსდამთავრებულთა შესახებ, რომლებიც დღეს წამყვან პოზიციებს იკავებენ ქვეყნის, რეგიონის და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუციებში.

„მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო სწავლა, ძალიან ბევრი მომცა ISET-მა, პირველ რიგში ეკონომიკის ცოდნა და თავდაჯერება იმისა, რომ არ არსებობს იმ სირთულის ამოცანა, რასაც ვერ გავუმკლავდებით“, - აღნიშნა კურსდამთავრებულმა შოთა პაპუაშვილმა.

ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის 2017 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონიასთან ერთად, ღონისძიებაზე საფუძველი ჩაეყარა სკოლის მიერ ინიცირებულ ახალ კამპანიას „დააბრუნე ამაგი“. კამპანიის მონაწილე ISET-ელები, დაინტერესებულ ბიზნესკომპანიებთან, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მენტორობას გაუწევენ სოფლის სკოლების მოსწავლეებს: დაეხმარებიან პროფესიული კარიერის დაგეგმვაში, პროფესიული სტაჟირებებისა და საგანმანათლებლო სტიპენდიების მოძიებაში. კამპანია მიიღებს რეგულარულ ხასიათს და მასში აქტიურად იქნებიან ჩართული საჯარო და კერძო სექტორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42