საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახი კალაძე წარადგინა:
„მივესალმები საქართველოს და განსაკუთრებით ჩემს თბილისს, დღეს უკვე ოფიციალურად მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პარტიის კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე, კახი კალაძე. კახი გახლავთ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი, არამედ ის გახლავთ ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი. სადაც იყო კახი კალაძე, იქ ყოველთვის იყო გამარჯვება, იქ იყო წარმატება და მე დარწმუნებული ვარ ასე იქნება მომავალშიც, კახი ყოველთვის გამოირჩეოდა საქმისადმი ბოლომდე ერთგულებით, ის არის ენერგიული, ქვეყნის მოყავრული ადამიანი, არის კარგი მეოჯახო, არასდროს უღალატია პიროვნული თავისუფლების პრინციპისთვის, ჰქონდა ყოველთვის გამორჩეული სამოქალაქო პოზიცია, ის იყო ყოველთვის იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას ყევალაზე მეტად სჭირდებოდა, მას ყველაზე კარგად ესმის რთულად, შრომით მოპოვებული გამარჯვების ფასი, იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ამჯერად ეს არ იქნება რთული გამარჯვება, ეს იქნება ნამდვილი, ჭეშმარიტი გამარჯვება პატიოსან ბრძოლაში, რადგან კახი ნამდვილად იმსახურებს ამ გამარჯვებას.
თბილისის მერობა არის მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოწვევა, დარწმუნებული ვარ რომ თავისი თანამედროვე, საინტერესო მიდგომებით დაატყობს ხელს თითოეული თბილისელის ცხოვრებას. მე მინდა წარმატება ვუსურვო კახის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში სადაც ჩვენს პარტიას აქვს საფუძველიანი იმედი მყარი გამარჯვების, ეს არჩევნები იქნება ჩვენი თბილისისთვის და თბილისელებისთვის უკეთესი ხვალინდელი დღის მომტანი. კახი იქნება ჩვენი დედაქლაქის გამორჩეული და ყევლაზე წარმატებული მერი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






