სამი ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანს ერთობლივი ინიაციტივების შემუშავება და განხორციელება წარმოადგენს. სამმხრივი შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, დისკუსიებში მონაწილეობისა და თვითმმართველობის განხორციელებისას მიღებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობასაც აძლევს. მემორანდუმით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების შესრულების პროცესში ექსპერტები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
თემატური პროგრამა სახელწოდებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება“ ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერაა დაფინანსებული. პროგრამა 2015-17 წლებში, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდავეთში, უკრაინასა და ბელარუსში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის (კონგრესის) მიერ, დემოკრატიის გენერალურ დირექტორატთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






