"ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის ადრესატი სახელმწიფო ვერ იქნება“ - მთავრობის ადმინისტრაციის პასუხი დაზარალებულ მეანაბრეებს
პოლიტიკა - 17:23, 30 Jun, 2017     1910
საფინანსო კომპანია „საქართველოს" დაზარალებული მეანაბრეების საპროტესტო აქციას სახელმწიფო კანცელარია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

ადმინისტრაცია დაზარალებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებისგან და დაელოდონ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დასრულებას.

„უპირველეს ყოვლისა, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უწყებებმა შესაბამისი რეაგირება განახორციელეს. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ბრალდებით, შპს საფინანსო კომპანია „საქართველოს" დირექტორი და მმართველი დააკავა.

პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს მითვისებისა და გაფლანგვის მუხლით და აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შესაბამისად, სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნის ადრესატი სახელმწიფო ვერ იქნება, ვინაიდან საუბარია კერძო სუბიექტებს შორის ურთიერთობაზე და ზარალის ანაზღაურებაც კერძო კომპანიის მოვალეობაა.

გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა მოქალაქეები არაერთხელ გააფრთხილა შესაძლო რისკების შესახებ და მოუწოდა მათ, მეტი სიფრთხილით მოკიდებოდნენ ეროვნული ბანკის მიერ არარეგულირებად ინსტიტუტებში საკუთარი სახსრების განთავსებას, ხოლო რისკის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ მოეძიებინათ ინფორმაცია აღნიშნული კომპანიების საქმიანობისა და გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, აღნიშნულ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებენ მათი კომპეტენციის ფარგლებში. გვსურს, მოვუწოდოთ დაზარალებულ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებისგან და დაელოდონ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დასრულებას”- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42