„მედიის საშუალებით გავიგეთ, მთავრობას ამ ფორუმთან არანაირი შეხება არ აქვს. მე მქონდა პირადი კომუნიკაცია ბატონ ჩუტკოისთან, მას დიდი ხანია ვიცნობ და კიდევ ვთქვი გუშინ, რომ ვაპირებდი მასთან მქონოდა კომუნიკაცია. ეს კომუნიკაცია მქონდა, ვისაუბრეთ კონკრეტულ პირადულ საკითხებზე.“- განაცხადა აბაშიძემ. მან კომენტარი ვლადიმერ მამონტოვის შესახებაც გააკეთა, რომელიც ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო ერთხელ უკვე დეპორტირებულია საქართველოდან, ახლა კი საზღვარზე უპრობლემოდ შემოვიდა:
„მამონტოვს საერთოდ არ ვიცნობ პირადად. ტელევიზიით გავიგე, რომ თითქოს კანონია დარღვეული, მე არ დავინტერესებულვარ.“- აღნიშნა აბაშიძემ.
შეგახსენებთ,თბილისში რუსეთის მიერ ორგანიზებული სამხრეთ-კავკასიური მედიაფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ექსპერტული და მედია წრის წარმომადგენლები. მედიაფორუმის ფარგლებში ღონისძიებები 29-30 ივნისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






