"2-დან 15 ივლისამდე საქართველოში პირველად ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდება" - პრემიერი
პოლიტიკა - 12:04, 30 Jun, 2017     2680
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მნიშვნელობა შეაფასა, სადაც საქართველო პირველად 2-დან 15 ივლისამდე უმასპინძლებს 19 წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც თბილისსა და გორში ჩატარდება.

„მიხარია, რომ საქართველო უკვე იქცა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ცენტრად. წელს ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ მსოფლიო ჩემპიონატი 20-წლამდელ მორაგბეთა შორის. 2-დან 15 ივლისამდე კი გაიმართება 19 წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც ევროპის ქვეყნების 8 გუნდი, მათ შორის ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. მინდა წარმატება ვუსურვო როგორც ჩემპიონატს, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. წარმატებას ვუსურვებ სპორტის სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციას, რათა ეს ტურნირი იყოს მაღალ დონეზე შეფასებული, როგორც თავად სპორტსმენების, ისე მსოფლიო სპორტული საზოგადოების მიერ. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც საინტერესო ქვეყნის წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით, პირველ რიგში კი ხელს უწყობს სპორტის განვითარებას და ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დიდი წარმატებების კასკადი სპორტში საერთაშორისო ასპარეზზე,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42