როგორც ირკვევა, შუახნის მამაკაცი ქართველმა სამართალდამცავებმა ახალციხეში მაშინ დააკავეს, როცა ამ უკანასკნელმა „მსხვერპლს“ პარკში დაუთქვა პაემანი.
საქმის მასალების მიხედვით, საბრალდებო სკამზე მჯდომი პირი 5 არასრულწლოვან ბიჭთან მოტყუებით ცდილობდა სექსუალური კავშირის დამყარებას.
ოთხი შვილის მამა, რომელიც ახალციხის ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა 12-დან 15 წლამდე მოზარდებს ტელეფონის ნომრებს მოტყუებით ართმევდა, და სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობდა.
როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-140-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს, სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში.
იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ, დაცვისა და დაზარალებულების ადვოკატები „ნიუპოსტთან“ საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.
ადვოკატი ირმა ენდელაძე, რომელიც ხუთივე მოზარდის ინტერესებს იცავს, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ დაკავებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
„ვინაიდან არასრულწლოვნებთან გვაქვს საქმე, საქმის ირგვლივ ვერაფერს ვერ გეტყვით. დაუკავშირდით ირანის მოქალაქის ადვოკატს და ალბათ მოგაწვდით ინფორმაციას“- აღნიშნა ადვოკატმა.
დაცვის მხარე კი შემდეგ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 10 ივლისს არის ჩანიშნული, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. ინფორმაცია “ნიუპოსტს“ ბრალდებულის ადვოკატმა კახა ასპანიძემ დაუდასტურა.
უფლებადამცველი სხვა დეტალებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი კლიენტისგან საქმის ირგვლივ განცხადების გაკეთების ნებართვა არ აქვს.
დაზარალებული მოზარდების მშობლები კი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






