„ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც შესაბამისობაში იქნება დემოკრატიულ სტანდარტებთან“ - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 12:00, 30 Jun, 2017     1136

ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით დაიხვეწა და აბსოლუტურ შესაბამისობაში იქნება ყველაზე მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებთან, რომლებიც დღეს არსებობს მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

„უმნიშვნელოვანესი, ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მიღებულია სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით. მოგეხსენებათ, გასული ათწლეულის განმავლობაში ეს საკითხი არაერთხელ გამხდარა მთელი პოლიტიკური სპექტრის მოთხოვნის საგანი, მაგრამ არც ერთხელ ყოფილა რეალური პოლიტიკური ნება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელებულიყო. გარდა ამისა, ცვლილებებით, რომლებსაც ითვალისწინებს ახალი კონსტიტუცია, პირდაპირ არის გაწერილი დაბალანსებული ძალთა გადანაწილება მთავრობასა და პარლამენტს შორის; მნიშვნელოვნად იზრდება პარლამენტის როლი; მნიშვნელოვნად არის გამარტივებული მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, რაც აბსოლუტურად გაუგებარი იყო არსებულ კონსტიტუციაში და მორგებული იყო წინა პოლიტიკურ გუნდზე; ასევე, იმ გადაწყვეტილების გამო, რომ ჩვენ 2024 წელს გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, 2020 წლის ერთი მოწვევის პარლამენტისთვის საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაიწევს და ა.შ. ასე, რომ უამრავი კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი გუნდის მიერ იმისათვის, რომ მონახულიყო ნიადაგი პოლიტიკური კონსენსუსისთვის. რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ და ვისმენთ ბრალდებებს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას, სადაც აბსოლუტურად დამახინჯებული იყო დემოკრატიის ყველაზე საბაზისო პრინციპები, აბსოლუტურად მიუღებელია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ, რომლის დროსაც გამოთქვა მმართველი პოლიტიკური გუნდის მზადყოფნა, განაგრძოს ვენეციის კომისიასთან მუშაობა მესამე მოსმენამდე და ასევე - პოლიტიკური დიალოგი.

„თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ - არდანახვა იმ უზარმაზარი ნაბიჯებისა, რომლებიც გადადგა ჩვენმა გუნდმა, ნამდვილად არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური აქტი და არაფერი იმის იქით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ყველაფერს და მათი მოსაზრება არის აბსოლუტურად ობიექტური იმ პროცესის მიმართ, რასაც დღეს ადგილი აქვს ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42