"ჩვენ ვრჩებით და ვაძლიერებთ ნატოს ეგიდით მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ჩვენს კონტრიბუციას" - ლევან იზორია
პოლიტიკა - 10:54, 30 Jun, 2017     1390
ბრიუსელმა, ნატოს შტაბ-ბინაში მორიგ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა. ბელგიის სამეფოში მინისტერიალზე დასასწრებად იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ლევან იზორიამ მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში დაგეგმილ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღო, რომელიც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა.

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ლევან იზორიამ ყურადღებას საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში საქართველოს, როგორც ალიანსის სტრატეგიული და სანდო პარტნიორის, როლზე გაამახვილა. მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება და ინარჩუნებს ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში არსებულ კონტრიბუციას. „870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე საერთაშორისო მისიის ფარგლებში ავღანეთში მსახურობს. ჩვენ იგივე რაოდენობით გავაგრძელებთ მომავალშიც ამ კონტრიბუციას, რათა ჩვენს პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოება საერთაშორისო დონეზე უზრუნველვყოთ. დღეს გლობალურ სამყაროში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს ნიშნავს და განსაკუთრებით ნატოს ეგიდით ამ ნაბიჯების გადადგმა საქართველოს მოუტანს მეტ უსაფრთხოებას, ნატოსთან მეტ თავსებადობას“, - აღნიშნა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ორმხრივი შეხვედრები შვედ და ფინელ კოლეგებთან - პიტერ ჰულტქვისტთან და იუსი ნიინისტოსთან გამართა, სადაც გადაწყდა, რომ ორივე მინისტრი საქართველოს სექტემბერში ეწვევა. ნატოს შტაბ-ბინაში ლევან იზორია ლიტვის თავდაცვის მინისტრს რაიმუნდას კარობლისსაც შეხვდა. ლიტველი კოლეგის მიწვევით, ლიტვის რესპუბლიკაში სექტემბრის ბოლოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დაიგეგმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42