"კურიერისთვის" ინფორმაციით ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი ერთ-ერთი ჟურნალისტი საქართველოში უპრობლემოდ შემოვიდა. ის საქართველოს დედაქალაქში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა და სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დროს არანაირი პრობლემა არ შექმნია, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ მამონტოვს კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული აქვს და ამ მიზეზით 2009 წელს საქართველოდან მისი დეპორტაცია ერთხელ უკვე მოხდა.
როგორ აღმოჩნდა თბილისში რუსეთის სახელმწიფო რადიოსადგურის მთავარი რედაქტორი, რომელიც ქვეყნიდან ერთხელ უკვე გაძევებულია, მთავრობის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ამას, ქართველი მესაზღვრეების გადაწყვეტილებას გაუგებრობას უკავშირებს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ლაპარაკობს მოსკოვის“ მთავარი რედაქტორი თბილისში მედია კონფერენციას ესწრება, სადაც ქართულ რუსული ურთიერთობები შესახებ მსჯელობენ.
წყარო rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები






