კრემლის პროპაგანდისტები თბილისში მედიაფორუმს მართავენ - რა მესიჯებს აჟღერებს პუტინის წარმომადგენელი
პოლიტიკა - 20:50, 29 Jun, 2017     2785
თბილისში რუსეთის მიერ ორგანიზებული სამხრეთ-კავკასიური მედიაფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ექსპერტული და მედია წრის წარმომადგენლები. მედიაფორუმის ფარგლებში ღონისძიებები 29-30 ივნისს გაიმართება.

რუსეთის მხრიდან ამ ღონისძიების ორგანიზატორი არის პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთ- სამხრეთი“ და პრეს კლუბი „თანამეგობრობა“, ღონისძიება დსთ-ს წევრი ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

მედია ფორუმის თემა არის „მედია, პოლიტიკა, ღირებულებები. post-truth-ის დაძლევა“

ფორუმი მონაწილეებს ტრენნინგებს ჩაუტარებენ ინტერნეტ გაზეთის "Взгляд"-ის მთავარი რედაქტორი ალეკსეი შარავსკი, რადიოსადგურ Вести FM-ის წამყვანი გიორგი სარალიძე, რუსეთის პატრიარქის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყიფშიძე და ჟურნალ ფორბსის კოლუმნისტი ალეკსეი ფირსოვი.

ღონისძიების საპატიო სტუმრად მოწვეულია დსთ-ს წევრი ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო ფონდის თანათავმჯდომარე, მიხაილ შვიდკოი რომელიც ამავე დროს ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელიცაა საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობის საკითხებში.

შვიდკოიმ ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს შესახებ ისაუბრა და კრემლის პროპაგანდისტული გზავნილები გააჟღერა. მისი თქმით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან:

„ჩვენ ვთვლით, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არიან სახელმწიფოები, რომლებმაც დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტეს. ხალხის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ, ეს არ გამორიცხავს დიალოგს, ჩვენ თავიდან უნდა ვისწავლოთ ლაპარაკი, დიალოგში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“- განაცხადა შვიდკოიმ. ის ქართულ მედიას რუსეთის კრიტიკისგან თავის შეკავებას ურჩევს:

„ჩვენს მედია ურთიერთობაში გარკვეული ტონალობა უნდა შეიცვალოს და სხვადასხხვა სახის პროპაგანდისტული ხერხებიდან რეალობის შეგრძნებაზე უნდა გადავიდეთ“- განაცხადა შვიდკოიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, შვიდკოის საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრაც სურს და ის პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლთან ზურაბ აბაშიძესთან და კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძესთან შეხვედრას გეგმავს.

ზურაბ აბაშიძე ოფიციალური სახის შეხვედრას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მას შესაძლოა პირადი ხასიათის შეხვედრა ქონდეს მიხაილ შვიდკოისთან,
შვიდკოიმ შეხვედრის ჩანიშვნა სთხოვა მიხეილ გიორგაძესაც, თუმცა მას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, გიორგაძის თქმით, მან არ იცის რა თემაზე სურს შვიდკოის შეხვედრა და ფიქრობს, რომ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს მისი გაცნობა სურს. გიორგაძე აცხადებს, რომ მან ჯერ არ იცის გრაფიკის გამო შეძლებს თუ არა შვიდკოისთან შეხვედრას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42