ბოლო წლებში საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით- ჩუგოშვილი
პოლიტიკა - 19:04, 29 Jun, 2017     1611

ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, -ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვამდე განაცხადა.

„საკმაოდ პოზიტიური დოკუმენტია. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით. ევროპის საბჭოში საქართველო ძალიან კარგ მაგალითად ითვლება ამ მიმართულებით. ამ რეზოლუციის ნაწილზე ჩვენი დელეგაციიდან ქალბატონი ეკა ბესელია მუშაობდა და მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ პოზიტიური აქცენტები იქნება გაკეთებული“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

შესასრულებელ გადაწყვეტილებებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ეს ძირითადად მიმდინარე გამოძიებებს უკავშირდება.

„ყველა ქვეყანას აქვს შესასრულებელი ეს გადაწყვეტილებები, ეს მიმდინარე პროცესია. ჩვენს შემთხვევაში, შეუსრულებლობა მიმდინარე გამოძიებებთან არის დაკავშირებული ანუ ვიდრე გამოძიება არ დადებს გარკვეულ შედეგებს ზოგიერთ საქმეზე, მანამდე საქმის დახურვა და შესაბამისად, შესრულებულად ჩათვლა ვერ ხერხდება“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42