ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, ოპოზიციური პარტიების წევრების თქმით შეხვედრაზე მსჯელობა საკონსტიტუციო პროექტში არსებულ პრობლემებზე იყო და ამასთანავე გაჟღერდა კონსტიტუციის პროექტის პარლამენტიდან უკან გამოწვევის საკითხიც. შეხვედრის დეტალებზე „ნიუპოსტთან“ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ ისაუბრა:
„სამი მთავარი მესიჯი არსებობს, ეს არის პირველი ის, რომ კონსტიტუცია შესაძლოა ივანიშვილმა მიიღოს, მაგრამ ეს იქნება არალეგიტიმური კონსტიტუცია, მეორე ის, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოითხოვოს კონსტიტუციური ცვლილებები და თავიდან დაიწყოს განხილვა. მესამე კი ის, რომ ოპოზიციასთან დიალოგის მეთოდით, კონსტიტუციის პროექტი კონსესუსით უნდა იქნეს მიღებული. ეს არის მთავარი გზავნილები, „ქართულმა ოცნებამ“ თავი უნდა დაანებოს თავის თაღლითურ მოქმედებებს, გაგიჟებულია ვენეციის კომისა, რადგან გაუგზავნეს პროექტის ერთი ვარიანტი და მიიღეს მეორე, თუმცა, ეს პროცესი ჯერ დამთავრებული არ არის, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ გამოიწვიოს პროექტი და ვიწყოთ დიალოგი, რათა კონსესუსის გზით მოხდეს მისი მიღება“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






