“ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებების მიხედვით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლების, კერძო საკუთრების, უძრავი ქონების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას გამოიწვევs.
გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა- გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის- 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. დაჯარიმებული პირის მიერ იმავე ქმედების განხორციელება ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის სტატუსის გაუქმებამდე გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის- 300 (სამასი) ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ხმაურის დასაშვები ნორმები დადგენილია „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი (საჯარო) შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით.

მასალის გამოყენების პირობები






