„ხელისუფლებამ ზუსტად ისევე „გადააგდო“ ვენეციის კომისია, როგორც ქართველი ხალხი“- ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 18:33, 29 Jun, 2017     1694

საქართველოში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო იმყოფება, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრებს მართავს. ყველა შეხვედრის მთავარი თემა კი საკონსტიტუციო ცვლილებებია.

ჯანი ბუკიკიომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არაერთი მწვავე განცხადება გააკეთა. მან დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული პროექტი არ არის მისაღები და ეს ყოველივე მის იმედგაცრუებას იწვევს.

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აგდების ტოლფასია ის ქმედება, რასაც საქართველოს ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით სჩადის:

„ხელისუფლებამ ვენეციის კომისია ფაქტობრივად გადააგდო, ეს ჟარგონული გამონათქვამი შეეფერება მსგავს ქმედებას. ზუსტად ისევე გადააგდო ვენეციის კომისია, როგორც ქართველი ხალხი. დაპირებული ევროპის გამაოცებელი დემოკრატია იყო აბსოლუტური სიცრუე, სწორედ აღნიშნულს დაპირდა ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს. თუმცა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა საერთაშორისო სტრუქტურა, ახლა უკვე ვენეციის კომისიაც, არის საქართველოს დემოკრატიისა და ზოგადად სახელმწიფოს მიმართ ძალიან ნეგატიურად განწყობილი.

იმაზე მეტი რა უნდა თქვას ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, რომ ის გაწბილებულია იმ გადაწყვეტილებებით, რაც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ? ერთია პოლიტიკური მიზანშეწონილობა იმასთან მიმართებით თუ რა შედეგი შეიძლება მოეტანა დემოკრატიული პროცესისთვის არჩევითობის პრინციპის, იგივე პროპორციული სისტემისა და სხვა თემების შემოღებას. მეორე საკითხია, როდესაც თვეების განმავლობაში ასეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას წარუდგენ დასკვნისთვის პროექტს და მიიღებს რეკომენდაციებს, რომ მცირე შესწორებების გარდა არის იდეალური პროექტი, შემდეგ კი 100%-ით ცვლი მას და საწინააღმდეგოს აკეთებ, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის აგდება, მაგრამ მსგავსი ქმედება არავის შერჩენია და არც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იქნება გამონაკლისი“, - აცხადებს ქარდავა ჩვენთან საუბრისას.

მისივე თქმით, არსებული ვითარება უკვალოდ არ ჩაივლის, მთავარია არ აღმოჩნდეს მწვავე არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის:

„მე მრცხვენია იმის, რასაც ხელისუფლება საქართველოს ფარგლებს გარეთ აკეთებს და ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რასაც უშვება ქართველ ხალხს. აბსოლუტურად სხვადასხვა ფასი აქვს ჩემთვის ქართველი ხალხის მოტყუებას და საერთაშორისო თანამეგობრობის მოტყუებას. საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ ასეთი ქმედებები აუცილებლად შემოუბრუნდებათ ცუდად. დღეს საქართველოს პარლამენტში ორი მოსმენით გასულია კონსტიტუციის ის პროექტი, რომელზეც ალაპარაკეს მთელი ევროპა და საქართველო თვეების განმავლობაში, საბოლოოდ კი მიიღებენ აბსოლუტურად განსხვავებულ, გაცილებით დამახინჯებულ კონსტიტუციას. ეს უკვალოდ არ ჩაივლის, მთავარია არ აღმოჩნდეს მწვავე არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის, რადგან ზოგადად ხელისუფლების ინტერესებს, სახელმწიფო ეწირება“, - დასძენს პოლიტიკოსი.

ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული მოვლენები ნეგატიურად აისახება საქართველოზე დასავლეთის დემოკრატიულ ცივილიზაციასთან მიმართებით:

„საერთაშორისო დონეზე, მიმდინარე პროცესი ნეგატიურ გავლენას მოახდენს საქართველოსთვის. დღეს დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დასავლური სამყარო არ აღიქვამს, როგორც დემოკრატიული ცივილიზაციის ნაწილს, ამის თქმის საფუძველს მინიმუმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე იძლევა. ხომ არ შეიძლება ყველა ევროპულ ინსტიტუციასთან პრობლემა გვქონდეს? სტრასბურგში მედიის თავისუფლების კუთხით გვაქვს პრობლემა, ვენეციის კომისიაში კონსტიტუციის არაკონსტიტუციურობისთვის გვაქვს პრობლემა, ადამიანის უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებში ჟურნალისტის მოპარვისთვის, საქართველოში ეკონომიკის გამო გვაქვს პრობლემა, ეს ხელისუფლება არის აბსოლუტურად გაკოტრებული და მას იმის რესურსიც არ გააჩნია, რომ დაშვებული შეცდომები გამოასწოროს. დღეისათვის რესურსი აქვს მხოლოდ ქართველ ხალხს, რომ შეცვალოს ეს ხელისუფლება“, - აღნიშნავს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი.

პოლიტიკოსი ქვეყანაში არსებულ ერთპიროვნულ მმართველობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროექტი რომელზეც ერთი წლის მანძილზე მუშაობდნენ შეიცვალა იმის გამო, რომ იგი ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონა:

„ხელისუფლების წევრები ჯანი ბუკიკიოს პირისპირ შეხვდნენ და მიუხედავად ამისა პოზიციებს არ ცვლიან. ბევრად უარესად არის საქმე, ამ პირისპირ შეხვედრასაც კი შეურაცხმყოფელი სახე აქვს, რადგან მთელმა მსოფლიომ იცის თუ რა ხდება. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ კობახიძე არ ცვლის პოზიციას, არამედ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ცვლის საკუთარ პოზიციებს. სწორედ ივანიშვილმა არ მოიწონა კონსტიტუციის ის პროექტი, რომელიც ერთი წელი განიხილებოდა და რომელსაც ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა. შედეგად გამოდის, რომ ორმაგი დარტყმის ქვეშ ვართ, ერთი იმიტომ, რომ არაფორმალური მმართველობა არის ქვეყანაში, ოლიგარქი მართავს საქართველოს ისე, რომ არავის წინაშე არ არის პასუხისმგებელი. მეორე შემთხვევაში კი ჩამოდიან სერიოზული ინსტიტუციების ლიდერები და მათ ხვდებიან ადამიანები, რომლებსაც ამ ქვეყანაში არავინ არაფერს არ ეკითხება, ანუ ადამიანები რომელთა სიტყვასაც არავითარი წონა არ გააჩნია“, - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42