"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა სისტემურად უნდა გადაიხედოს" - საია
პოლიტიკა - 17:52, 29 Jun, 2017     1376
საქართველოს ახალლგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა სისტემურად უნდა გადაიხედოს.

"საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საქართველოს მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს შეეხება. სხვა საკითხებთან ერთად, წარდგენილი პროექტით ზუსტდება ადმინისტრაციული დაკავების ვადები. კერძოდ, არასამუშაო დროს ადმინისტრაციული წესით დაკავების ვადა განისაზღვრება 48 საათით. როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული, ამ ცვლილების განხორციელების საჭიროება წარმოშვა ვადის გამოთვლასთან დაკავშირებით პრაქტიკაში არსებულმა პრობლემებმა.

საია მიიჩნევს, რომ დროის დაკონკრეტებამ შესაძლოა, მართლაც აღმოფხვრას ვადის გამოთვლასთან დაკავშირებული სირთულეები, თუმცა, წარდგენილი ცვლილებებით კვალავ შენარჩუნებულია სამუშაო და არასამუშაო დროს დაკავების განსხვავებული ვადები, რასაც არ აქვს შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ადმინისტრაციული დაკავების, როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევის კანონიერების შემოწმების ეფექტური მექანიზმი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას არ ხდება ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმება), ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციული დაკავების არსებული ფორმით შენარჩუნება გაუმართლებელია.

საია მიიჩნევს, რომ ყოველი მცდელობა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფრაგმენტულ შესწორებას ისახავს მიზნად, არის ფუჭი და ვერ უზრუნველყოფს მის გარდაქმნას იმგვარად, რომ სრულად აღმოიფხვრას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის არაკონსტიტუციური გამოყენება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დროულად განხორციელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმა და გადაიხედოს არამხოლოდ ადმინისტრაციული დაკავების მარეგულირებელი ნორმები, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა სრულად.

საია მიმართავს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დააჩქარონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმის განხორციელება, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არსებული ფორმით მოქმედება იწვევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას"- აღნიშნულია საია-მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42