ჩიხში შესული კონსტიტუცია - ვენეციის კომისია კრიზისზე საუბრობს, ოპოზიცია პროექტის უკან გამოწვევას ითხოვს
პოლიტიკა - 17:43, 29 Jun, 2017     1787
ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, ოპოზიციური პარტიების წევრების თქმით შეხვედრაზე მსჯელობა საკონსტიტუციო პროექტში არსებულ პრობლემებზე იყო და ამასთანავე გაჟღერდა კონსტიტუციის პროექტის პარლამენტიდან უკან გამოწვევის საკითხიც. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ ეს იდეა მოიწონა. ოპოზიციური სპექტრის შეფასებით, თუ საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის აზრი არ გაითვალისწინა, მაშინ ამ ხელისუფლების საერთაშორისო ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

თავად ჯანი ბუკიკიოს განცხადებით დემოკრატიული კონსტიტუციის მიღებისთვის საჭიროა, რომ ყველა მხარემ გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგი შედგეს. მისი თქმით კონსიტუციის პროექტი, რომელიც ვენეციის კომისიამ მოიწონა მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ვარიატისგან, რომელიც პარლამენტმა მიიღო.

„ეს კარგი კონსტრუქციული შეხვედრა იყო. ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს საქართველოსთვის უფრო დემოკრატიულ კონსტიტუციას. მათ ესმით შექმნილი კრიზისი და დარწმუნებული ვარ რომ ყველა შესაძლებელს გააკეთებენ მის გადასალახად. როგორც უკვე აღვნიშნე საჭიროა საუბარი , დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალას შორის, როგორც ოპოზიციის ასევე უმრავლესობის მხრიდან. ქართველი პოლიტიკოსები უნდა ესაუბრონ ერთმანეთს. მე ხვალ დავტოვებ საქართველოს და თქვენ ქართველებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციამ, უმრავლესობამ უნდა მოძებნოთ საუკეთესო გადაწყვეტილება, რათა მიიღოთ კარგი ახალი კონსტიტუცია. ადრეც ვთქვი, რომ კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ვენეციის კომისიამ შეისწავლა, მთლიანობაში კარგია. ანუ, უკვე არის დადებითი ნაბიჯი, მაგრამ ბოლო ცვლილებების შემდეგ უკვე ვერ ვიტყვი, რომ ასეა. მოვუწოდებ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და ყველაფერი შესაძლებელი გააკეთონ, რათა საქართველოში დემოკრატია გააუმჯობესონ.“- განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ხვალ არასამთავრობო სექტორს შეხვდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42