"პარლამენტი მოწოდებულია, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი განვითარებაში"- კობახიძე
პოლიტიკა - 12:53, 29 Jun, 2017     1217
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ განვითარებულ სახელმწიფოებში საკონსტიტუციო სასამართლო არის იურისტების ოლიმპო, სადაც თავს შესაბამისი ქვეყნის საუკეთესო იურისტები იყრიან.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს გზა ძალზე რთული იყო. მისი თქმით, პირველი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თანდათან ავითარებდა საკუთარ შესაძლებლობებს, აუმჯობესებდა მართლმსაჯულების პრაქტიკას და ხვეწდა გადაწყვეტილებების სამართლებრივ ხარისხს. რაც შეეხება განვითარების მეორე ათწლეულს, ირაკლი კობახიძის თქმით, ის წინა ხელისუფლების მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის დამყარებით აღინიშნა. „2012 წელს კი, როდესაც წინა მმართველი პარტია ოპოზიციაში გადავიდა, მან შეინარჩუნა მნიშვნელოვანი გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე. პოლიტიკურად აქტუალური საქმეები ეწერებოდა ერთი და იმავე სასამართლო კოლეგიას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელი გახდა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გაიზარდა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეთა გადაწყვეტის სტანდარტი, რამაც სასამართლო პრაქტიკაზე შესაბამისი დადებითი ასახვა ჰპოვა.

„2012 წელს პოლიტიკური ვითარების ცვლილება პირდაპირ აისახა სასამართლო სტატისტიკაზე. თუ 2010-12 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წელიწადში საშუალოდ 20 საქმე შედიოდა, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 158 შეადგინა, ანუ რვაჯერ გაიზარდა სასამართლოში მიმართვიანობის მაჩვენებელი. ანალოგიურად, რადიკალურად გაიზარდა განხილულ და მოსარჩელეთა სასარგებლოდ გადაწყვეტილ საქმეთა სტატისტიკა. დღეს, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განვითარების მესამე ათწლეულის საწყის ეტაპზეა, იგი სარგებლობს პოლიტიკური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა ხელისუფლების, განსაკუთრებით კი პარლამენტის საგანგებო ზრუნვის საგანი უნდა იყოს, რადგან, „ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო ქმნის უმნიშვნელოვანეს გარანტიას ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის პრინციპების რეალიზებისათვის“- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ქმედითი ფუნქციონირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საკონსტიტუციო რეფორმა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი, ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ამჟამად ახორციელებს.

ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დგინდება საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის წესი; იზრდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები: კერძოდ, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს და გენერალურ აუდიტორს ენიჭებათ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებამოსილება; კონსტიტუციის დონეზე მყარდება კონკრეტული ნორმათა კონტროლის პროცედურა; კონსტიტუციის ახალი რედაქცია მოითხოვს კონსტიტუციური მართლმსაჯულების საკითხთა ორგანული კანონით მოწესრიგებას და ა.შ. „განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით მნიშვნელოვნად იზრდება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, რაც ძალზე პოზიტიურად აისახება კონსტიტუციური მართლმსაჯულების პრაქტიკაზე საქართველოში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტი მოწოდებულია, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი განვითარებისა და მისი დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში.

„საქართველოს პარლამენტი მოწოდებულია, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი განვითარებისა და მისი დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო კმაყოფილება იმ ფაქტით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მასპინძლობს ამ უმნიშვნელოვანეს, წარმომადგენლობით ფორუმს, რომელიც ქმნის შესანიშნავ პლატფორმას სამართლებრივ სივრცეში საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე მსჯელობისათვის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42