"საქართველო გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით"- პრემიერი
პოლიტიკა - 12:30, 29 Jun, 2017     1979
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით ნამდვილად საამაყოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სულ უფრო ხშირად ტარდება ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებები.

პრემიერის განცხადებით ქვეყანას ის ძალიან მაღალი პრივილეგიაც ხვდა წილად, რომ საქართველო ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანების თავმჯდომარედ აირჩიეს. კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოო ჯამში შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც საქართველოს ექნება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუცია:

„მეგობრებო, ყველას მოგეხსენებათ, რომ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული და დაბალანსებული კონსტიტუცია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და წინსვლის გარანტი გახლავთ.

საქართველომ 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, სამწუხაროდ მიიღო კონსტიტუცია, სადაც საკმაოდ ბევრი ხარვეზი, შეუსაბამობა და კონსტიტუციური ლოგიკით დაუშვებელი არაერთი ნორმა იყო შეტანილი.

სწორედ ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოახდინა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების ინიცირება და უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვების საფუძველზე, პოლიტიკოსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოო ჯამში შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც საქართველოს ექნება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუცია.

კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს:

1. სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელს;

2. მკაფიოდ განაწილებულ პასუხისმგებლობებს ხელისუფლების შტოებს შორის;

3. ძლიერ პარლამენტს თავისი ბუნებრივი როლით;

4. პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად გამარტივებულ პროცედურებს;

5. უფრო ეფექტურ მთავრობას;

6. პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის, კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტებულ ფუნქციებს;

7. ადამიანის, საზოგადოების დაცულობის უფრო მაღალ ხარისხს და

8. კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცალსახად დაფიქსირებულ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ არჩევანს.

ამასთან, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ საქართველო გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით და ეს არის დიდი მიღწევა, რადგან ჩვენ გვახსოვს არაერთი სხვა ხელისუფლება, რომელთ აპირობებშიც ეს საკითხი მსჯელობის საგნად იქცა, მაგრამ არც ერთი მათგანის პირობებში არ არსებობდა რეალური პოლიტიკური ნება, რომ ეს ცვლილება რეალურად განხორციელებულიყო.

ხოლო, რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღს, აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა ხალხის მიერ არჩეულ უმრავლესობასთან შესაძლებელი გახდა 2024 წელთან დაკავშირებით და ეს კონსტიტუციაში იქნება ასახული.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები და მისი ძირითადი პრინციპები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

ამ პროცესის საბოლოო წარმატებისთვის ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას და რა თქმა უნდა პოლიტიკურ დიალოგს ადგილზე. ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო კომისიას და პირადად ბატონ ჯანი ბუკიკიოს, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებისთვის ამ პროცესში. ჩვენ გვქონდ აძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ განვლილი პროცესი და მე გამოვთქვი მზადყოფნა, გავაგრძელოთ როგორც კომისიასთან თანამშრომლობა, ასევე - პოლიტიკური დიალოგი.

ყველას მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო ეფუძნება კანონის უზენაესობის პრინციპს. კანონის უზენაესობის რეალიზება კი, შეუძლებელია დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე. მიუკერძოებელი სასამართლო გადამწყვეტია დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოსთვის, რაც, თავისთავად, განაპირობებს საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

ჩვენმა ქვეყანამ საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი სამოქალაქო ღირებულებებისა და სამართლებრივი ინსტიტუციებისადმი რწმენის ჩამოყალიბებაში. საქართველომ ამ მიმართულებით ურთულესი გზა გაიარა, თუმცა დღეს, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი წარმატებით გაგრძელდება - საკონსტიტუციო სასამართლო იქნება საქართველოს კონსტიტუციის გარანტი და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების მაღალი სამართლებრივი კულტურის განვითარებაში.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას.

ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესი საინტერესოდ წარიმართება, კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების კუთხით გამოცდილების გაზიარება ძალიან წაადგება ყველა მონაწილე ქვეყანას და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას - საქართველოს. ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ. დიდი მადლობა ყურადღებისა და ჩამობრძანებისთვის.“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42