"ციანიდის საქმე"- ადვოკატების თქმით მოწმეთა დაკითხვები შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს
პოლიტიკა - 11:53, 29 Jun, 2017     1480
„ციანიდის საქმეზე“ დაკავებული სასულიერო პირის უფლებადამცველების განცხადებით, სასამართლოზე ამ დრომდე დაკითხული მოწმეების ჩვენებით, ე.წ ციანიდის საქმეში მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობა არ იკვეთება.

„არათუ შეუსაბამობა საგამოძიებო მოქმედებების დროს მიცემულ ჩვენებებში, არამედ სასამართლოშიც კი გარკვეული შეუსაბამობა იყო იმ პირების მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის, რომლებიც ერთ სამსახურს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე , მე შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ირაკლი მამალაძე, ასევე ყველას ჩვენება შეუსაბამოა.“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

საგამოძიებო მოქმედებების დროს არსებულ დარღვევებზე აკეთებს აქცენტს ადვოკატი გიორგი ფანცულაიაც, მისი თქმით დღეს სწორედ ის გამომძიებლები იკითხებიან, რომლებმაც აეროპორტში ბარგის ამოღება და დალუქვა მოახდინეს. როგორც ფანცულაია აღნიშნავს, რომ ირაკლი მამალაძე კარგად დაწერილი სპექტაკლის სცენარის მიხედვით საუბრობს, ხოლო რაც შეეხება აეროპორტის თანამშრომლების ჩვენებებს ჩხრეკასთან დაკავშირებით, დეკანოზის უფლებადამცველის შეფასებით, მათი ჩვენებები მეტწილად დაცვის მხარის პოზიციას ამყარებს.

"დღევანდელ პროცესზე ჩვენ არაერთი მწვავე კითხვა გვექნება. როგორ მოხდა ჩანთის დალუქვა და ციანიდის მოთავსება. ყოველი მოწმე ადასტურებს, რომ უკანონო ქმედებები განხორციელდა. რატომ მოხდა ის დიდი უკანონობა, რაც მოხდა?“- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. ადვოკატმა საქმეში არსებულ იარაღთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იარაღი, რომელზეც გამოძიება საუბრობს, რეალურად ირაკლი მამალაძეს ეკუთვნოდა:

„დეკანოზს არაერთხელ უთქვამს, რომ ირაკლი მამალაძემ თხოვა იარაღის შენახვა და სხდომაზე დეკანოზმა ეს კითხვა მას დაუსვა. მოწმეებიც დაადასტურებენ, რომ ეს მამალაძის იარაღია, ადამიანის, რომელმაც ამ სპექტაკლში მთავარი როლი შეასრულა. არიან ასეთი მოწმეები, თუმცა წინასწარ მათზე არ ვისაუბრებ, რათა ზეწოლა არ მოხდეს.“- განაცხადა ადვოკატმა.

დეკანოზის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მოწმეთა დაკითხვები კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს, რადგან პროკურატურას დასაკითხი 100-ზე მეტი მოწმე ჰყავს, ამ ეტაპზე კი მათგან მხოლოდ ათია დაკითხული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42