საკონსტიტუციო ცვლილებები - ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით მარგველაშვილი-ბუკიკიოს შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდება იმაზე, რომ კონსტიტუცია საერთო საზოგადოებრივ შეთანხმებას უნდა ეყრდნობოდეს.
„ვენეციის კომისიამ თავის შუალედურ დასკვნაში აღნიშნა არაერთხელ ის, რომ კონსტიტუცია უნდა ეყრდნობოდეს კონსესუსს, საერთო საზოგადოებრივ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ბუნებრივია გამოეხმაურება ამ სულისკვეთებას, ის გამოეხმაურება საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, იმ ძალიან ბევრ სირთულეებს, რომელიც ამ პროცესში არსებობდა და რაც მთავარია საზოგადოებრივი მხარდაჭერის ნაკლებობას, რომლის ამ პროცესთან დაკავშირებით არსებობს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოს გუშინ ესტუმრა. ბუკიკიო ოფიციალურ შეხვედრებს ბათუმში მართავს.
მასალის გამოყენების პირობები






