საქართველო რუსეთის მიმართ ნატოს „შეკავების“ პოლიტიკის მონაწილე ხდება - გრიგორი კარასინი
პოლიტიკა - 11:25, 29 Jun, 2017     4981
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინმა გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ,უკრაინის საკითხზე, რუსეთის საზღვრებთან არსებულ „პრობლემებსა“ და მოლდოვასთან სკანდალზე ისაუბრა.


მისი თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრები, მნიშვნელოვან არხად რჩება სახელმწიფოთაშორისი დიალოგის დონეზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის პრინციპულად ვუჭერდით მხარს რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების, თბილისიდან პოზიტიური სიგნალი 2012 წელს მივიღეთ. მაშინ, არაფორმალური დიალოგის დაწყებითა და ორივე მხარის კონსტრუქციული ძალისხმევით, პოზიტიურ შედეგებს მივაღწიეთ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. გასულ წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ $707 მილიონს გადააჭარბა"- განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, დღეს, რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სამეულშია და საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების კუთხით "ლომის წილი სწორედ , რუსეთიდან მოდის - 400 მილიონი დოლარი წელიწადში."

როგორც გრიგორი კარასინი აღნიშნავს, გააქტიურდა კონტაქტები მეცნიერებს, ბიზნესმენებს, ახალგაზრდებს შორის. რუსული უნივერსიტეტები უფრო მეტ ქართველ სტუდენტებს იღებენ.

რაც შეეხება, ზურაბ აბაშიძესთან მის მორიგ შეხვედრას, რომელიც ივლისის დასაწყისშია დაგეგმილი, კარასინმა განაცხადა, რომ როგორც ყოველთვის, ოფიციალურ გარემოში შედგება.

„ჩვენ შორის , ძველებურად , კვლავ არსებობს ფუნდამენტური განსხვავებული მიდგომები სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშიერებით. ჩვენ ყოველთვის ღიად ვეუბნებოდით ქართულ მხარეს, რომ ორმხრივი დიალოგი არ ეხება მრავალმხრივ ურთიერთობებს დამოუკიდებელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ეს საკითხი, 2008 წლის ჟენევის დისკუსიების შემდეგ განიხილება.

სამწუხაროდ, მეზობლებთან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან კეთილმეზობლური და თანასწორუფლებიანი დიალოგის ნაცვლად, თბილისი აგრძელებს მტკიცებას რუსეთის მიერ მათი ოკუპაციის შესახებ. ეს აბსურდული თეზისი გამოიყენება, როგორც არგუმენტი ნატოსთან შემდგომი დაახლოების მიზნით. სამწუხაროდ, ამ საკითხში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არაფრით განსხვავდება სააკაშვილის რეჟიმის პოზიციისგან. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან ისეთ ფორმებს იღებს, რომ ფაქტობრივად, თბილისს ნატოს რუსეთის „შეკავების” პოლიტიკის მონაწილედ ხდის.

მხოლოდ გასულ წელს საქართველოში სამჯერ გაიმართა მასშტაბური წვრთნები ნატოს წევრ საელმწიფოთა კონტიგენტის მონაწილეობით.

უკვე მეორე წელია ევროპიდან მძიმე ტექნიკის ოპერატიული გადასროლის დამუშავება ხდება. ცოტა ხნის წინ, თბილისში გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და მიღებული დეკლარაცია ნათლად აჩვენებს ალიანსის ანგაჟირებას საქართველოს მიმართ და სურვილს მოიპოვოს მტკიცე დასაყრდენი სამხრეთ კავკასიაში“ - განაცხადა კარასინმა.

რაც შეეხება საქართველოსთან სავიზო რეჟიმს, კარასინმა განაცხადა, რომ მის გამარტივებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„2015 წლის დეკემბერში რუსულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეებისთვის საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული ტიპის ვიზების გაცემა დაიწყო. შედეგად, 2016 წელს , თბილისისთვის გაცემული ვიზების რიცხვი გაორმაგდა. ამჟამად, ვამზადებთ სავიზო რეჟჯიმის გამარტოვებას იმ ეკიპაჟისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ფრენებს ასრულებს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მოქალქეები საქართველოში ვიზიტით, რისკავენ „ოკუპირებული ტერირიტორიების შესახებ“ ყბადაღებული კანონის მოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ, რაც ითვალისწინებს არა მხოლოდ ადმინისტარციულ, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც, მათთვის, ვინც ადრე აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა.

თვითონ საქართველომ, სავიზო რეჟიმი არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის, არამედ დაახლოებით 100 ქვეყანასთან გააუქმა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა სახელწმიფოსთვის, რომელსაც უცხოელი ტურისტების მოზიდვა სურს. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ტერორისტული და სხვა სახის საფრთხეები სწრაფად იზრდება, „ტურისტული ქვეყნები" სავიზო საკითხების "ავტომატური" ნაცვალგებით მოგვარების იმედად არ უნდა იყვნენ.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე, სავიზო ლიბერალიზაციაზე ფართომასშტაბუანი თანამშრომლობა, რთულია. ურთიერთობები, კი როგორც ცნობილია, ქართული მხარის ინიციატივით გაწყდა. და მათი აღდგენის პერსპექტივაც მთლიანად თბილისზეა დამოკიდებული“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42