"ივანიშვილის გუნდმა ყველა აბუჩად აიგდო, რასაც ვენეციის კომისიის ადექვატური რეაქცია მოჰყვა"- კაპანაძე
პოლიტიკა - 11:16, 29 Jun, 2017     1690
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ირგვლივ მმართველი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს.

როგორც კაპანაძემ "ნიუპოსტს" განუცხადა, "ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიას სხვა დოკუმენტი გაუგზავნა, საბოლოოდ კი სულ სხვა ვარიანტი მიიღო.

"ვენეციის კომისიის კრიტიკას ველოდით, რადგან როგორ შეიძლება რეაქცია არ ყოფილიყო, რადგან ქართულმა ოცნებამ მათ ერთი დოკუმენტი გადაუგზავნა და მეორე ვარიანტი მიიღო. ყველას არწმუნებდა, რომ პროპორციულ მოდელზე გადადიოდა და ეს პროცესი 2024 წლამდე გადაწია. ივანიშვილის გუნდმა, აბუჩად აიგდო ყველა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვენეციის კომისიამ კონსენსუსის აუცილებლობას ხაზი არაერთხელ გაუსვა, რადგან ჩათვალა რომ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი დოკუმენტი და უფრო ფართოდ შემუშავებული ყოფილიყო, თუმცა ქართულ ოცნებას ამ რეკომენდაციისთვის აბსოლუტურად არანაირი რეაქცია არ მიუცია და ერთპიროვნულად, ტაშისკვრით მიიღეს დოკუმენტი, რითაც სამარცხვინო ნაბიჯი გადადგეს, რასაც ბუკიკიოს მხრიდან ადექვატური რეაქცია მოჰყვა"- განუცხადა "ნიუპოსტს" სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, "პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვენეციის კომისიის კრიტიკას გაითვალისწინებდა და ამ შენიშვნებს დოკუმენტში ასახავდა", თუმცა "ქართული ოცნების" შემთხვევაში დეპუტატს ამის მოლოდინი არ აქვს.

"როგორც ჩანს ქართულ ოცნებაში მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, უნდათ ერთპარტიული კონსტიტუცია, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს აკმაყოფილებს. მათ ეგონათ რომ მოტყუებით გავიდოდნენ ფონს"- დასძინა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42