"ვენეციის კომისია არავის უდგენს, როგორი საარჩევნო და პოლიტიკური სისტემა უნდა გვქონდეს"- "ოცნება" ბუკიკიოს კრიტიკას პასუხობს
პოლიტიკა - 10:08, 29 Jun, 2017     1812
ვენეციის კომისიის თავმჯდომარის კრიტიკის მიუხედავად, მმართველი პოლიტიკური ძალა საკუთარ პოზიციას იცავს და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მოსწონს.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისია არავის უდგენს, როგორი საარჩევნო და პოლიტიკური სისტემა უნდა არსებობდეს. დეპუტატის თქმით, კომისიას მხოლოდ რეკომენდაციებს მიცემა შეუძლიათ.

„ყველას აქვს აზრი, მათ შორის ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასაც. ვენეციის კომისია არავის უდგენს, როგორი საარჩევნო და პოლიტიკური სისტემა უნდა გვქონდეს. ისინი რეკომენდაციებს იძლევიან. არის საკითხები, რასაც უბრალოდ ვერ გადაწყვეტს საზოგადოება გარკვეული შეთანხმების გარეშე. თუ მე არ მინდა მხარი დავუჭირო პროპორციულ სისტემას, რა სტატუსის ადამიანმაც არ უნდა მითხრას, თუ ეს ჩემთვის და ქვეყნისთვის საკეთილდღეო არ არის, მე ამას მხარს არ დავუჭერ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გია ვოლსკის შეფასებით კი ვენეციის კომისიის პრეზიდენტი „გვევლინება, როგორც ვითარების იურიდიული შემფასებელი და არა პოლიტიკოსი, რომელიც გარკვეულ რეალობებში სიღრმისეულად უნდა ერკვეოდეს, რომლის წინაშეც ვდგავართ“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ იმედგაცრუების ხარისხი გაცილებით დიდი იქნებოდა, მათ რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე კონსენსუსი არ მიეღწიათ.

”დარწმუნებული ვარ, რომ იმედგაცრუების ხარისხი გაცილებით დიდი იქნებოდა, ჩვენ რომ ვერ მოგვეხერხებინა შევთანხმებულიყავით, რომ ქვეყანა საბოლოოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. რა თქმა უნდა ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის აზრითაც უმჯობესი იყო ეს შემდეგი არჩევნებიდანვე მომხდარიყო, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა სად გჭირდება კონსენსუსის მიღწევა, გუნდის შიგნით თუ მის გარეთ, იგი ყველა მოსაზრების გათვალისწინებას გულისხმობს და დარწმუნებული ვარ ბატონი ჯანიც კარგად გაიგებს ამას. არ შეიძლება ხაზი არ გაესვას იმასაც, რომ ჩვენ გუნდის შიგნით კონსენსუსის საჭიროებაზე ჩვენ თვეებით ადრე ვსაუბრობდით. მთავარია, რომ საბოლოოდ ჩვენ ვენეციის კომისიის მიერ მოწონებული საარჩევნო სისტემა გვექნება, ისევე როგორც სხვა ცვლილებების პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც 2018 წლიდანვე ამოქმედდება”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებით დამწუხრებული და იმედგაცრუებულია. „შემიძლია ვთქვა, რომ კარგი სამუშაო ჩავატარეთ. მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველაფერი გააკეთონ, რათა კომპრომისი გამონახონ“, - აღნიშნა ბუკიკიომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42