ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ბათუმში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. პირველ შეხვედრას ბუკიკიო პარამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან მართავს. შეხვედრაზე ვენეციის კომისიის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების 2024 წელს გადავადებასთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კვირიკაშვილიც დაესწრება:
„შეგვიძლია ძალიან მკაფიოდ ავუხსნათ ჯანი ბუკიკიოს ის თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილებების მიზეზი. ამ გადაწყვეტილებებს ჰქონდა თავისი მიზეზი, ამაზე გვექნება დღეს საუბარი და დარწმუნებული ვართ, რომ ბატონი ჯანი ბუკიკიოსგან იქნება ბუნებრივია, შესაბამისი პასუხი. როგორც მოგეხსენებათ, მესამე მოსმენის განხილვის პროცესში შესაძლებელია მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანა დოკუმენტში, აქედან გამომდინარე არსებითი ცვლილებები დოკუმენტში ვეღარ შევა,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






